Home რუბრიკები სამართალი ქუთაისის საკრებულოს წევრმა მამის საფლავის მძარცველი სცემა

ქუთაისის საკრებულოს წევრმა მამის საფლავის მძარცველი სცემა

571

ქუთაისის საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე, თავის ძმასთან ერთად დაკავებულია.  უცნობმა პირმა გვენეტაძეების მამის საფლავი გაქურდა, რის გამოც საკრებულოს წევრმა და მისმა ძმამ მძარცველი სცემეს.

როგორც “აიპრესს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა:  “შემთხვევა გუშინწინ მოხდა. ლაშა გვენეტაძე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ე” პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული“.

ქუთაისის საკრებულოს წევრის და მისი ძმის სასამართლო პროცესი ქუთასის საქალაქო სასამართლოში დღესაა ჩანიშნული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here