Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ სავიზო მოთხოვნებს კიდევ უფრო ამკაცრებს

აშშ სავიზო მოთხოვნებს კიდევ უფრო ამკაცრებს

აშშის მთავრობამ ერთი თვის შემდეგ შეიძლება გაამკაცროს მოთხოვნები და დამატებითი ცვლილებები შეიტანოს დონალდ ტრამპისიმიგრაციულგანკარგულებაში.

აშშ-ის ნაციონალური უშიშროების სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ში შესვლაზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ 7 მუსლიმანური ქვეყნის (ირანი, სირია, სუდანი, იემენი, ლიბია და სომალი) მოქალაქეებზე და აშშ-ის ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს, სხვა სახელმწიფოებიც შეიყვანოს ამ სიაში.

მიუხედავად ამ განცხადებისა, განკარგულება შეიძლება გადაიხედოს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის შესაბამისი უწყებები მონიტორინგის ჩატარების შედეგებს ახალი განკარგულების ეფექტიანობაზე დონალდ ტრამპს მოახსენებენ.

აშშ-ის ნაციონალური უშიშროების მინისტრის _ ჯონ კელის განცხადებით, საუბარია დამატებითი პუნქტების შეტანაზე ანკეტაში, რომელიც “იმიგრაციის” შესახებ განკარგულებაში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა შეავსონ.

P.S. სასამართლომ დროებით შეაჩერა ტრამპის განკარგულება 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშში შესვლის აკრძალვის თაობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here