Home რუბრიკები საზოგადოება 5 წლის შემდეგ რეგულარული წყალმომარაგება მიუწვდომელი ფუფუნება იქნება მილიონობით ამერიკელისთვის

5 წლის შემდეგ რეგულარული წყალმომარაგება მიუწვდომელი ფუფუნება იქნება მილიონობით ამერიკელისთვის

513

ქვეყანაში განუხრელად იმატებს წყლის გადასახადი, ეს კი, უწინარესად, აშშის ღარიბ ფენას დაარტყამს, _ წერს The  Huffington Post.

ცოტა ხნის წინათ ჩატარებული კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ რიგი მიზეზების გამო, ძირითადად, მოძველებული ინფრასტრუქტურის შეკეთების აუცილებლობიდან გამომდინარე, ბევრ შტატში წყალმომარაგების საფასურმა რამდენიმეჯერ მოიმატა და ეს ტენდენცია, დიდი ალბათობით, უახლოეს წლებშიც გაგრძელდება.

მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მომავალი 5 წლის განმავლობაში ამერიკაში ოჯახების მესამედი შეეჯახება წყალმომარაგების გადასახადის გადახდის პრობლემას.

მკვლევართა შეფასებით, დღეს 13,8 მლნ ამერიკული ოჯახი, ანუ მოსახლეობის 11,9% უკვე იხდის სახელმწიფოს მიერ წყალზე დაწესებულ ნორმაზე, შემოსავლების 4,5%-ზე, მეტს.

წყალმომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის პრობლემა აქვთ აშშ-ის სამხრეთ შტატებში _ ლუიზიანაში, მისისიპიში, ალაბამაში, კენტუკსა და არკანზასში, აგრეთვე, დიდ ქალაქებში _ დეტროიტში, ფილადელფიასა და ფინიქსში მცხოვრებთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში წყლის ტარიფი ბალტიმორში 120%-ით გაიზარდა. უახლოეს 3 წელიწადში ქალაქის ხელისუფლება ისევ გეგმავს წყალმომარაგებაზე ტარიფის გაძვირებას.

The  Huffington Post

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here