Home რუბრიკები სამართალი დონეცკში საველე მეთაური გივი მოკლეს

დონეცკში საველე მეთაური გივი მოკლეს

647

  ცნობილი საველე მეთაური გივი მოკლეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ განსაკუთრებული წარმატებით მებრძოლი ერთერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბატალიონის \”სომალი\”  მეთაურს  მიხეილ ტოლსტიხს, იგივე გივის ტერაქტი მოუწყვეს. 

დაჯგუფება „სომალის“ მეთაურის „გივის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაციას 24.tv.ua ავრცელებს,  მათი თქმით, გივი მასზე მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლა, საველე მეთაური დონეცკში საკუთარ კაბინეტში, სავარაუდოდ ყუმბარმტყორცნ “შმელის”  გამოყენებით ააფეთქეს. აფეთქება დილის 6:10  საათზე მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მკვლელობის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა მის მკვლელობაში უკრაინის დივერსიულ ჯგუფს ადანაშაულებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here