2016 წელს მსოფლიოში 93 მლნ ავტომობილი გაიყიდა, 4,6 პროცენტით მეტი, ვიდრე 2015 წელს. დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურ ჰეჩბეკებს, საოჯახო სედანებს და საშუალო ზომის კროსოვერებს.
შარშან ყველაზე მეტი მანქანა ჩინელებმა შეიძინეს, ამ მხრივ, რეკორდიც კი დამყარდა _ გაიყიდა 28 მლნ ავტომობილი (12% მეტი 2015 წელთან შედარებით). პლანეტის ოდესღაც პირველი საავტომობილო ბაზარი _ აშშ _ ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა ჩინეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
2016 წელს ევროპაში 15 მლნ ავტომობილი გაიყიდა (+6%), და ეს საუკეთესო შედეგია ბოლო 9 წლის განმავლობაში. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანაში ერთად მხოლოდ 2,6 მლნ ავტომობილი გაიყიდა.
სედანი TOYOTA COROLA უკვე მესამე წელიწადია, ლიდერობას ინარჩუნებს გაყიდვის რაოდენობის მხრივ _ 2016 წელს 1 316 383 TOYOTA COROLA გაიყიდა. შარშან ამ მოდელმა თავისი 50 წლის იუბილე იზეიმა. სულ კი ამ მანქანის 43 მლნ-ზე მეტი მოდელია გაყიდული.
2016 წელს გაყიდვების მხრივ მეორე იყო ამერიკული პიკაპი FORD F-SERIES-ი, ამ ავტომობილმა სარეიტინგო სიაში VOLKSWAGEN COLF-ს გადაუსწრო.
ორივე მოდელი ძალიან პოპულარულია, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: F-SERIES-ი _ აშშ-სა და კანადაში, COLF-ი კი _ ევროპაში.
2016 წლის ყველაზე პოპულარული ავტომობილების ათეული:
1. TOYOTA COROLA _ გაიყიდა 1 336 383 ერთეული;
2. FORD F-SERIES _ 993 779;
3. VOLKSWAGEN GOLF _ 991414;
4. HIUNDAY ELANTTRA _ 788 081;
5. HONDA CR-V _ 752 463;
6. FORD FOCUS_ 734 935;
7. TOYOTA RAV 4 _ 724 198.
8. VOLKSWAGEN POLO _ 704 062;
9. HONDA CIVIC _ 668 707;
10. TOYOTA CAMRY _ 660 868.