Home რუბრიკები საზოგადოება ინგა გრიგოლია: პატარა ვარ, ობოლი. მაინც არასოდეს წაგიკითხავს შე ნაბიჭვარო, ვინც ეს...

ინგა გრიგოლია: პატარა ვარ, ობოლი. მაინც არასოდეს წაგიკითხავს შე ნაბიჭვარო, ვინც ეს ჩაიდინე???

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაცულ ტერიტორიებზე შვლის მკვლელობას გამოეხმაურა. 

“პატარა ვარ, ობოლი. მაინც არასოდეს წაგიკითხავს შე ნაბიჭვარო, ვინც ეს ჩაიდინე??? სკოლაში მაინც არ გასწავლიდნენ? თავს გავუხეთქავდი ახლა ამის გამკეთებელს”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხდა. თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერების მიერ დაჭრილი  მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here