Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის

ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის

469

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა „Europa Press”-თან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის.

„ჩვენ ნათელი და კარგად ფორმულირებული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავყვებით, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომლებსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში გადადგამს. ჩვენ ვითვალისწინებთ გარემოებებს და ჩვენი მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ევროპის პოლიტიკა აქ ფორმულირდება. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რუსეთის მიმართ პოლიტიკა შევცვალოთ”, – განაცხადა ალფონსო დასტისმა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესპანეთის პოზიცია უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით „ნათლად განსაზღვრულია” და „მინსკის შეთანხმებები უნდა შესრულდეს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here