გერმანელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა უდო ულფკოტემ ერთ-ერთმა პირველმა ამხილა დასავლური მედია საშუალებები დეზინფორმატორულ და კორუფციულ საქმიანობაში. მტკიცებულებებს მან თავი მოუყარა თავის წიგნში „Gekaufte Journalisten”.
წიგნში საუბარია ფარულ რეკლამებზე, შეკვეთლ სტატიებზე, ფაქტების გაბუქება-უტრირება-დამახინჯებაზე, მეთოდიკაზე, რასაც იყენებენ მასმედიის წარმომადგენლები და მსხვილი კომპანიები. წიგნში იმ ინსტრუმენტების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროპული მედია საშუალებები მიმართვენ.
ულფკოტეს წიგნმა აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაინტერესებაც გამოიწვია, მაგრამ როდესაც ტრამპმა მის შესახებ გაიგო იმ დროისთვის ტრამპი არ იყო ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. საინტერესოა ისიც, რომ 2017 წლის დადგომასთან ერთად უდო ულფკოტე თავისთან მიიწვია ტრამპმა, მაგრამ გერმანელი ჟურნალისტი შეხვედრამდე რანდენიმე საათით ადრე 13 იანვარს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით მას გულის შეტევა დაემართა, ჟურნალისტი 56 ასაკში გარდაიცვალა.