Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: პუტინი მკვლელია? ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. გგონიათ ჩვენი ქვეყანაა უბიწო?

ტრამპი: პუტინი მკვლელია? ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. გგონიათ ჩვენი ქვეყანაა უბიწო?

609

Fox news-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპი საუბრობს, რომ იგი მზადაა რუსეთთან მოაწესრიგოს დიპლომატიური ურთიერთობები და სურვილის შემთხვევაში ერთობლივად იბრძოლონ ტერორისტების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში. 

გადაცემის წამყვანმა პუტინი მკვლელად მოიხსენია, რასაც ტრამპის რეპლიკა მოჰყვა.

ტრამპი: პატივს ვცემ მას (პუტინს).

ჟურნალისტი: კი მაგრამ რატომ?

ტრამპი: მე პატივს ვცემ უამრავ ადამიანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება თითოეულ მათგანთან გამოვნახო საერთო ენა. ის თავისი ქვეყნის ლიდერია. შევძლებ კი მასთან საერთო ენის გამონახვას.. ვერ გეტყვით.. წარმოდგენა არ მაქვს.

ჟურნალისტი: ხომ მაგრამ პუტინი ხომ მკვლელია!

ტრამპი: ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. გგონიათ ჩვენი ქვეყანაა უბიწო?

განუცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტს. მისივე თქმით, რუსეთთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობაა საჭირო. ობამას ადმინისტრაციის არასწორმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაართულა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები. ტრამპის აზრით, ამის გამოსწორება არც ახლაა გვიანი და სურვილის შემთხვევაში ის მზადაა პუტინთან თანამშრომლობისთვის. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here