Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ რუსეთთან საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრის შექმნას აპირებს

აშშ რუსეთთან საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრის შექმნას აპირებს

528

აშშ აპირებს შექმნას ახალი ცენტრი, რომლის მეშვეობითაც რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღებს საინფორმაციო ომს. ცენტრი იმუშავებს “მცირე უწყებათაშორისი დაწესებულების მეშვეობით, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარება. იგი ცნობილია  გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის სახელით (Global Engagement Center, GEC)“. – ამის შესახებ გამოცემა Daily Beast იუწყება. 

ინიციატივა ეკუთვნის რესპუბლიკელ სენატორს რობ პორტმანს და დემოკრატ კრის მერფს. გამოცემის თქმით, ცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს “ამ წლის ბოლოს”, ხოლო  პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილია 160 მილიონი დოლარი, იგი ორი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, განსხვავებული ინიციატივით გამოვიდა ორი სენატორი – ჯონ მაკკეინი და ბენ კარდინი, მათი ინიციატივა ეხებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მათი აზრით, უნდა გაიზრდოს  დაფინანსება კიდევ  100 მილიონი დოლარით, რათა შეძლონ მხარი დაუჭირონ “ობიექტური რუსულ ჟურნალისტიკას.”

იგეგმება, რომ ცენტრი “გააკონტროლებს უცხოურ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულები არიან პროპაგანდით. ცენტრი შეეცდება მათ ტაქტიკას ანალიზი გაუკეთოს და ამგვარად შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა, გამოყოფს გრანტებს უცხოელი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიებისთვის”. მათ შორის Bellingcat ან StopFake.org-თვის.

მსგავსი ცენტრი შეიქმნა ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, რათა ემოქმედათ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

“პორტმან-მერფის ღონისძიებამ გაფართოვა  (ცენტრი გლობალური ურთიერთქმედების) მოქმედების არეალი, რათა ებრძოლონ ხელისუფლების წინააღმდეგ არსებულ პროპაგანდას, მათ შორის რუსეთს, როგორც მთავარ ანტაგონისტს”, – წერს გამოცემა.

თუმცა, ახალი გეგმები მაინც იწვევს ეჭვს.

“ახალი კონტრ-პროპაგანდული ინიციატივა  დიდი გაურკვევლობას იწვევს, რადგან უცნობია თუ როგორ კონფიგურაციის მისცემს ამ ინიციატივას ტრამპის მთავრობა და გამოიყენებს თუ არა ადმინისტრაცია პროპაგანდის ამგვარ ინსტრუმენტებს საფუძვლიანი და ლეგიტიმური მიზნებისთვის” – აღნიშნავს გაზეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here