Home რუბრიკები პოლიტიკა ლეპენმა საფრანგეთის ევროზონიდან და ნატო-დან გასვლა დააანონსა

ლეპენმა საფრანგეთის ევროზონიდან და ნატო-დან გასვლა დააანონსა

499

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა. მარინ ლეპენი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროზონიდან ქვეყნის გამოყვანას შეეცდება და ევროს ფრანკით ჩაანაცვლებს. მის გეგმებში ნატოდან გასვლა და იმიგრაციის შეზღუდვაც შედის. 

“ნაციონალური ფრონტის”ლიდერის მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის სიცოცხლისუუნარო ორგანიზაციაა. ” ევროკავშირი მკვდარია, თუმცა მან ჯერ არ იცის ამის შესახებ. ის ჩაფლავდა ყველა მიმართულებით: ეკონომიკურით- (ძალიან მცირე და ნელი ტემპით ზრდა), სოციალურით(იზრდება უმუშევრობა, სიღარიბის დონე), უსაფრთხოების თვალსაზრისით ( ევროკავშირს არ შესწევს უნარი დაიცვას თავისი საზღვრებიც კი), ეს ექპერტმენტი ჩაფლავდა , და ის უნდა საერთოდ შეწყდეს.”- განაცხადა ლე პენმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

,,ევროკავშირი უკვე სიცოცხლისუნარიანი აღარაა.. ის ემსგავსება ერთგვარ სექტას, რომელიც დიქტატით, ტვინის გამორეცხვითა და შანტაჟით არის დაკავებული“. – განაცხადა მარინ ლე პენმა. იგი თვლის, რომ ევროკავშირი სულ მალე ჩამოიშლება. “მიზეზი ადვილია: ორივე საყრდენი, რაზეც ის დგას- ევრო და შენგენი, უკვე ინგრევა. ევრო წვრილ ნაწილებად იმსხვრევა და ისინი დროს წელავენ, რომ ეს სტრუქტურა შეინარჩუნონ, რაც მილიარდები ჯდება, მაგრამ ევროკავშირი გავს მკვდარი ვარსკვლავის სხივს”- განაცხადა ლე პენმა.

„სავალუტო სუვერენიტეტი ნიშნავს საკუთარი ეროვნული ვალუტის შექმნას. ევროს სისტემა კრახით სრულდება. ევროს შემოღებამ ევროკავშირის ქვეყნებში ფასების ზრდა გამოიწვია. მაგრამ, პირველ რიგში, ევრო ძლიერი მუხრუჭი გახდა“, – დასძინა მარინ ლე პენმა.

საპრეზიდენტო არჩვნების პირველი ტური საფრანგეთში 23 აპრილს ჩატარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here