Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი მოსამართლეებს აკრიტიკებს

ტრამპი მოსამართლეებს აკრიტიკებს

503

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ მოსამართლეებს აკრიტიკებს, რომლებიც მას გადაწყვეტილებებს უბლოკავენ.

„არ შემიძლია დავიჯერო, რომ მოსამართლე ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. თუ რამე მოხდება, დამნაშავე სასამართლო სისტემა იქნება,“- წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს საიმიგრაციო შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულების სასწრაფოდ აღდგენას.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ სიეტლის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ტრამპის სკანდალური გადაწყვეტილება დაიბლოკა. 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვისა და ლტოლვილების მიღების შეჩერების განკარგულება თეთრი სახლის ლიდერმა გასცა, თუმცა მისი გადაწყვეტილება სიეტლის სასამართლომ 4 თებერვალს არაკონსტიტუციურად ცნო. ტრამპის გადაწყვეტილების დაბლოკვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქეებს, ვისაც ახალი საიმიგრაციო რეგულაციები შეეხო, გაუქმებული ვიზები აღუდგინეს.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორშაბათ საღამომდე მისცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here