Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი ცდილობს გააფუჭოს რუსეთსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობა

ტრამპი ცდილობს გააფუჭოს რუსეთსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობა

463

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა ეძებს გზებს, რათა გააფუჭონ დიპლომადიური და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთსა და ირანს შორის. ამის შესახებ იუწყება The Wall Street Journal-ი. მათი ცნობით, ტრამპის მიზანია ირანს ჩამოაშოროს ძლიერი პარტნიორი. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა ჩაშალოს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ გზით ვაშინგტონს სირიის კონფლიქტის მოგვარების და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გააქტიურების იმედი აქვს. რაც შეეხება რუსეთს, ვაშინგტონი მოსკოვს პოტენციურ საფრთხედ არ განიხილავს.

ევროპული სწაროს WSJ-ის ცნობით, რუსეთსა და ირანს შორის უკვე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერ უცნობია თუ რას მოითხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ირანთან კავშირის დასუსტების სანაცვლოდ. უფრო ადრე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არის „ტერორისტულ სახელმწიფოთა შორის ნომერ პირველი“. „ირანი ნომერ პირველი ტერორისტული ქვეყანაა, რომელიც ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებს“. – ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გასულ კვირას აშშ გამოვიდა ინიციატივით, შეემუშავებინათ სანქციები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ატომური იარაღის ცდებით არიან დაკავებულები. დონალდ ტრამპის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანთან მიღწეული ბითვული შეთანხმება სამარცხვინოა და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს. კითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები ირანის ბირთვული პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრას, ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.

Fox news-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპი საუბრობს, რომ იგი მზადაა რუსეთთან მოაწესრიგოს დიპლომატიური ურთიერთობები და სურვილის შემთხვევაში ერთობლივად იბრძოლონ ტერორისტების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში. გადაცემის წამყვანმა პუტინი მკვლელად მოიხსენია, რასაც ტრამპის რეპლიკა მოჰყვა. „ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. არც ჩვენი ქვეყანაა უბიწო.“- განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მისივე თქმით, რუსეთთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობაა საჭირო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here