Home რუბრიკები საზოგადოება Airbus -ი წლეულს მზად იქნება მფრინავი ავტომობილების გამოსაცდელად

Airbus -ი წლეულს მზად იქნება მფრინავი ავტომობილების გამოსაცდელად

501

როგორც Airbus -ის კომპანიის ხელმძღვანელმა ტომ ენდრესმა განაცხადა, მისი კორპორაცია 2017 წლის ბოლოსთვის  მფრინავი ავტომობილების პირველი ნიმუშების გამოცდას შეუდგება. 

საამისოდ კომპანიას აქვს ყველა საკმარისი რესურსი. როგორც ენდრესი განმარტავს, ეს იქნება ვერტმფრენის მსგავსი კომფორტული მფრინავი საშუალება, რომლითაც გადაადგილებას შეძლებს ერთი-ორი ან მეტი მგზავრი. ამას გარდა, მსგავსი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც თვითმართვადი ავტომობილის ანალოგია (ოღონდ ჰაერში), მაქსიმალურად ავტომატიზებული იქნება. ადამიანები სმარტფონის დახმარებით შეძლებენ “საჰაერო ტაქსის” გამოძახებას, რომელიც მათ ქალაქის ნებისმიერ ნაწილში მიიყვანს. კომპანია Airbus -ი დიდ იმედებს ამყარებს საჰაერო საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაზე:

“დაახლოებით 100 წლის წინათ საქალაქო ტრანსპორტი მიწის ქვეშ ჩავიდა. ახლა კი ყველა საშუალება და ტექნოლოგია გვაქვს იმისათვის, რომ საქალაქო ტრანსპორტი ჰაერში ავიტანოთ.  ამგვარად ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავთ _ ჯერ ერთი, განიტვირთება გზები და გაუმჯობესდება ეკოლოგიური სიტუაცია დიდ ქალაქებში, რადგან საქალაქო საჰაერო ტრანსპორტში Airbus -ი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებს; და მეორეც, საჰაერო ტრანსპორტი უზარმაზარი სახსრების ეკონომიის საშუალებას მოგვცემს, რომლებიც არსებული სტრუქტურის შესანარჩუნებლად იხარჯება. საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო უზარმაზარი თანხების დახარჯვა ხიდებისა და გზების მშენებლობაზე”.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here