Home რუბრიკები საზოგადოება სასარგებლო რჩევები

სასარგებლო რჩევები

ზამთრის სუსხიანი სეზონი გაციების, ვირუსული ინფექციების გავრცელების აქტიური პერიოდია, სწორედ მისგან თავდასაცავად უნდა გამოიყენოთ ოჯახური რეცეპტებით დამზადებული ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები. 

ასე რომ, შეზღუდეთ მედიკამენტების მიღება, ჩართეთ დღის რაციონში  ფეიხოას, მოცვის, კომშის, ლეღვის, კივის, მანდარინის, შინდის მურაბები და ჯემები და მიჰყევით ჩვენს რჩევებს:

მაღალი ტემპერატურის დასაწევად

* მოამზადეთ და დალიეთ შემდეგი ნაყენი:

ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვლები მოხარშეთ 2 ჭიქა ანადუღარ წყალში მცირეოდენ თაფლთან ერთად 30 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და მიიღეთ დღეში ორჯერ.

* დაამზადეთ ნაყენი: 100 გრ მაგარი არაყი და 2 აბი დაფხვნილი ასპირინი აურიეთ. ავადმყოფს დაუზილეთ მკერდი, ზურგი, კისერი, ხელები, ფეხები. ოფლს რომ მოიდენს, გადააცვით მშრალი ტანსაცმელი.

ანგინის სამკურნალოდ

* გახეხეთ იმდენი წითელი ჭარხალი, 1 ჩაის ჭიქა წვენი რომ გამოწუროთ. წვენს დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი. 2-3 საათის შემდეგ გაწურეთ და ყელში გამოივლეთ, 1-2 კოვზი კი დალიეთ.

* 1 ჭიქა წყალში მოხარშეთ 3 ჩაის კოვზი ხახვის დაქუცმაცებული მშრალი ფურცლები. 4 საათის შემდეგ გადაწურეთ და სითხე ყელში გამოივლეთ.

თუ გახველებთ

* 4 ცალი ნიგვზის ნაჭუჭი და 1 სუფრის კოვზი თაფლი 0,5 ლიტრ წყალში ადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 1 სუფრის კოვზი.

* ან დალიეთ ვირისტერფას ფოთლების ჩაი.

* ბავშვებისთვის კი შეგიძლიათ მოამზადოთ 100 გრ თაფლისა და 100 გრ ახალი კარაქის ნარევი, დაუმატოთ ვანილი და მისცეთ თითო ჩაის კოვზი სამჯერ დღეში. თქვენი პატარა ყელსაც ჩაიტკბარუნებს და ხველისგანაც გათავისუფლდება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად

250 გრამ თაფლში შეურიეთ ამდენივე დასრესილი ალოე და 350 გრამი შავი ღვინო. დადგით ბნელ, გრილ ადგილას; 2-3 დღის განმავლობაში დრო და დრო ურიეთ; ერთი კვირის შემდეგ დაიწყეთ მიღება სამჯერ დღეში _ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here