Home რუბრიკები საზოგადოება ფილტვის კიბოს დადგენა ამოსუნთქული ჰაერის შემადგენლობის მიხედვით

ფილტვის კიბოს დადგენა ამოსუნთქული ჰაერის შემადგენლობის მიხედვით

დიაგნოსტიკური მედიცინა და პროფილაქტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ნებისმიერი დაავადების მკურნალობა გაცილებით ადვილია, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდება. განსაკუთრებით ეს შეეხება ისეტ საშინელ პათოლოგიას, როგორიცაა კიბო.

მაგრამ არის ერთი პრობლემა: როგორც წესი, სიმსივნური პროცესების ამოცნობა  მხოლოდ დაავადების ფორმირების პროცესში ხდება, ხოლო ტესტი დაავადების აღმოასაჩენად  ადრეულ სტადიაზე საკმაოდ  ძვირად ღირებულია. მაგრამ ახლახან მეცნიერებმა შეძლეს, შეექმნათ ისეთი ხელსაწყო, რომელიც შეძლებს  ფილტვის კიბოს ამოცნობას მხოლოდ ამოსუნთქული ჰაერის შემადგენლობის მიხედვით. აპარატის მუშაობაზე პასუხისმგებელია პერსპექტიული კვლევების რუსული ფონდი. ფილტვის კიბო შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული:  საქმე ისაა,  რომ ის ყველაზე მეტად ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, და მეორეც _ სწორედ ფილტვის კიბოს აღმოჩენა ხდება ავადმყოფობის ყველაზე ბოლო სტადიაზე.

უკვე ტესტები ჩატარდა ცხოველებზე, რომელთა შედეგებმაც შემუშავებული სადიაგნოსტიკო კომპლექსის  პერსპექტიულობა აჩვენა. ეს კომპლექსი შედგება როგორც ყნოსვითი ანალიზატორისგან, ასევე ფართო ნეირონული ქსელისგან, რომელიც სწრაფი და ზუსტი ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here