Home რუბრიკები საზოგადოება ილონ მასკმა გვირაბის გათხრა დაიწყო

ილონ მასკმა გვირაბის გათხრა დაიწყო

485

შარშან დეკემბერში SpaceX –ისა და  Tesla Motors –ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ისე შეაწუხა საცობებმა, თქვა, რომ საკუთარ გვირაბს გათხრიდა, რომლის წყალობითაც დაზოგავდა ძვირფას დროს და სამსახურში დროულად მივიდოდა. 

“ტვიტერის” ეს შეტყობინება მართალი აღმოჩნდა, თუმცა თავდაპირველად ბევრმა იგი ხუმრობად მიიღო. რამდენიმე დღის წინათ მასკმა განაცხადა, რომ იანვარში გვირაბის მშენებლობა  დაიწყეს.

მაგრამ იმ ტერიტორიაზე გვირაბის გაყვანა, რომელიც მასკს არ ეკუთვნის, შესაბამისი ნებართვის გარეშე შეუძლებელია. ნებართვის მისაღებად მასკმა არაერთი დოკუმენტი უნდა შეაგროვოს და პროექტი  იმ რაიონის ადმინისტრაციას დაამტკიცებინოს, რომელშიც სამუშაოების წარმოებას აპირებს. ჯერ კი გვირაბს  SpaceX -ის ტერიტორიაზე თხრიან, სადაც მასკს შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოესურვება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here