Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: არანაირი დადებითი ძვრები კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამას არ მოჰყვება.

გულბაათ რცხილაძე: არანაირი დადებითი ძვრები კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამას არ მოჰყვება.

676

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას აფხაზეთის თვითაღიერებული რესპუბლიკის საგარეო უწყებიდან გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მინდია ჯანელიძის კომენტარი, რომ „უვიზო მიმოსვლა ასევე იმოქმედებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის“. „ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება”, ნათქვამია ზემოაღნიშნულ განცხადებაში.

რა გავლენას იქონიებს რეალურად ვიზალიბერალიზაცია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე, რას შეცვლის იგი ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს დაუკავშირდა.

გულბაათ რცხილაძე:- ზოგადად ის შეფასებები და აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკურ სპეტრში ატყდა ამ ვიზალიბერალიზაციის გამო, სასაცილოა და ეს ყველაფერი საბავშო ბაღს ჰგავს.

რაც შეეხება კონკრეტულად ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ამით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს ეს არ შეცვლის და არანაირი დადებითი ძვრები კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამას არ მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ არ გამოჩნდება, რომ ეს ვიზალიბერალიზაცია რამე სიკეთის მომტანია ჩვენთვის; და არაფრის მომტანი რომ არაა, ამას უკვე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. საერთოდ, ხელისუფლებამ ამ საკითხით მანიპულირებისგან და რაღაც მოლოდინების შექმნისგან თავი უნდა შეიკაოს… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here