Home რუბრიკები სამართალი პარიზში ლუვრის მუზეუმის დაცვამ ტერორისტული აქტი აღკვეთა

პარიზში ლუვრის მუზეუმის დაცვამ ტერორისტული აქტი აღკვეთა

630

საფრანგეთში ფრანგმა სამხედრომ, რომელიც პარიზში ლუვრის მუზეუმს იცავდა, ტერორისტის მისამართით ცეცხლი გახსნა. საფრანგეთის პოლიციის თქმით, ტერორისტს დაცვამ იმ დროს ესროლა, როდესაც იგი ტერორისტული აქტის გახორციელებისათვის ემზადებოდა და „ალაჰ აკბარს“ გაიძახდა.

ტერორისტს, რომელიც ცდილობდა  მიეღწია ლუვრის შესასვლელ კარებთან და შემდეგ ნაღმი ესროლა მუზეუმის ცენტრის მიმართულებით, დაცვამ ცეცლი გაუხსნა. მუზეუმის დაცვამ ტერორისტს სერიოზული ჭრილობა მიაყენა მუცელის არეში. დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც მიიღო დაზიანებები თავის არეში.

პრემიერმინისტრის ბერნარდ კაზნერის განცხადებით, ეს იყო სუფთა ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. “ტერორისტებმა კარგად იცოდნენ თუ როგორი პოპულარული და ცნობილი მუზეუმია ლუვრი არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ასე რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება”. – განაცხადა პრემიერმინისტრმა. საფრანგეთის პოლიციის განცხადებით, ტერორისტს 5-ჯერ მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა და ის მძიმე მდგომარეობით გადაყვანილია სავადმყოფოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here