Home რუბრიკები ეკონომიკა საქსტატი: იანვარის მონაცემებით ინფლაციის დონე გაიზრდილია ყველა მიმართულებით

საქსტატი: იანვარის მონაცემებით ინფლაციის დონე გაიზრდილია ყველა მიმართულებით

663

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი +3,9%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფმა 1,27 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,9 პროცენტით და შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 პროცენტი), მოცემულ პერიოდში ფასების 3,3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 0,99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე – შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0 პროცენტი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here