Home რუბრიკები პოლიტიკა ემზარ კვიციანი: კარგი იქნება, თუ ახლა რუსეთიც ევროპის ჯინაზე ვიზებს გააუქმებს

ემზარ კვიციანი: კარგი იქნება, თუ ახლა რუსეთიც ევროპის ჯინაზე ვიზებს გააუქმებს

478

„კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს“, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა განუცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მიღებაში მონაწილეობდა. 

“მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. მე მას ტაში დავუკარი და გამიხარდა. გამიხარდა ის, რომ ბავშვები, მშობლებთან ათეული წლები “სკაიპით” რომ საუბრობენ და მშობლებისათვის “სკაიპთან” რომ იზრდებიან, დაბრუნდებიან და სამუშაოდ უკან წასვლას შესძლებენ. თუკი ეს ასე იქნება, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს. ეს ძალიან მაგარი იქნება. ვიქნებით საერთოდ ირგვლივ თავისუფალი – სადაც გინდა წადი და მოდი. მიხარია!“, – განაცხადა კვიციანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here