Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს ყურმილი დაუხეთქა–„ეს ყველაზე ცუდი სატელეფონო საუბარი იყო ბოლო პერიოდში“

ტრამპმა ავსტრალიის პრემიერს ყურმილი დაუხეთქა–„ეს ყველაზე ცუდი სატელეფონო საუბარი იყო ბოლო პერიოდში“

461

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის ლიდერს მალკოლმ ტერნბულს სატელეფონო საუბრის დროს ყურმილი დაუხეთქა. „ეს ყველაზე ცუდი საუბარი იყო ბოლო ხნის განმავლობაში“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში. ამის შესახებ გამოცემა The Washington post იუწყება.

ტრამპის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ავსტრალიის ლიდერმა მას აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმება გაახსენა, რომლის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიიდან 1250 მიგრანტი უნდა მიიღონ.

თავდაპირველად დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად საუბარი მხოლოდ 25 წუთს გაგრძელდა. ტრამპმა ასევ დაწერა, რომ ის ამ „ეშმაკისეულ გარიგებაში გარკვევას შეეცდება“.

ტრამპმა ავსტრალიის ხელისუფლება აშშ-ში „ახალი ბოსტონელი ტერორისტების გაგზავნის მცდელობაში“ დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტრამპთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ “ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისეთივე მეგობრულია, როგორც ადრე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here