Home რუბრიკები საზოგადოება ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ამერიკამ...

ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ამერიკამ და მოსასპობმა ევროკავშირმა, არ დაფიქრებულხართ?

ანუ რატომ განიცადა კრახი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკამ

ამერიკის 45- პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო მსოფლიოში ატეხილ აჟიოტაჟს საქართველოც შეუერთდა. ექსპერტთა უმრავლესობა ფსონს კვლავ ამერიკაზე დებს. .. პოლიტოლოგი გიორგი რუხაძეობიექტივისეთერიდან ქართველ საზოგადოებას მოძღვრავს: “მე ვიცავ ცივილიზებული სახელმწიფოს ინტერესებს (წაიკითხე _ ამერიკის), რომლის ნაწილიც მინდა საქართველო გახდეს”, _ განაცხადა მან და დასძინა: “ამერიკა ბევრს დაკარგავს, თუ საქართველოს მიმართ პოლიტიკას შეცვლის. საქართველომ უნდა იაქტიუროს, არ უნდა დაუშვას რუსეთამერიკის მორიგება და რუსეთის მიერ პოზიციების გამყარება კავკასიაში. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელშიც არ ირჩევენ პრეზიდენტს დემოკრატიულად და ხელისუფლება თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამერიკა კი არის ქვეყანა, რომელშიც პრეზიდენტს დემოკრატიულად ირჩევენ და ის თავის მოქალაქეებზე ზრუნავს”.

ლიბერასტი რუხაძის იდეოლოგიით, საქართველოს მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც ოცნებობს, როდის გათავისუფლდება ჩვენი სამშობლო უზნეოთა დიქტატისგან, ინიციატივას უნდა იჩენდეს, რათა კვლავ იმ ქვეყნის მონობის უღელი დავიდგათ, რომლისგან გათავისუფლებასაც მსოფლიო ესწრაფვის. მინდა, მას შევახსენო, რომ რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოში რეიტინგით კვლავ პირველ ადგილზეა. რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის კუთხით და სამხედრო ტექნოლოგიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რადგან დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმული ქვეყნის ბუნებრივი რესურსი უცხო ქვეყნების მილიტარისტულ ძალებს მადას უღვიძებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ამერიკის მსგავსად, უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ერევა, არ აქვს საგარეო ვალი, ხოლო ამერიკის საგარეო ვალი 20 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი ჯეფრი სილვერმანი ამერიკის პოლიტიკას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ იგი ქართველი ხალხის სულიერ და ფიზიკურ განადგურებაზეა ორიენტირებული, რადგან ამერიკელების მიერ საქართველოში აშენებული ლაბორატორიები სამხედრო პროექტია და არა ჯანდაცვის, საიდანაც გაურკვეველი ვირუსები ვრცელდება და ხალხი იღუპება. სილვერმანი არ გამორიცხავს აღნიშნულ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის დამზადებასაც. დიახ, ლიბერასტები იმ ქვეყნის ინტერესებს იცავენ, რომელიც ქართველთა გენოციდზეა ორიენტირებული. დღეს არჩევნებს იგებს ფული, ხოლო პოლიტიკა არ ემსახურება ამომრჩეველთა ინტერესებს. პარლამენტი გაივსო გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე არსებებით, რომლებიც ხალხის არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. მოკლედ, ამ პარლამენტს სრული საცირკო არენის შესაქმნელად ნაცჯამბაზი დუტა სხირტლაძე აკლია.

“ქართული ოცნების” არჩევით ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის დასავლურ კურსს, ამიტომ, _ ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი, _ ხალხში ანტიდასავლური განწყობა არ არის”, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიტიკამ მარცხი განიცადა: საქართველოს არ ჰყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ხალხის კეთილდღეობაზე მოტივირებული ხელისუფლება. საქართველოში მომრავლებული ფარისეველი მორალისტები გაუთავებლად ღნავიან, რომ მალე ჩვენი მოქალაქეები შენგენის ზონაში დაიწყებენ უვიზო მიმოსვლას, მაგრამ არავინ საუბრობს, რა სიკეთის მომტანია ეს ქვეყნისა და ხალხისთვის.

ყველა არსებას, რომელმაც პოლიტიკა საკუთარ კეთილდღეობას მოარგო, დიდი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვების მცირე პერიფრაზით მივმართავ: ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა ამერიკამ და მოსასპობმა ევროკავშირმა, არ დაფიქრებულხართ?

საქართველოში მოქმედებს სამოქალაქო ორგანიზაციები: “ეროვნული დარბაზი” და “ლაზარე”. ინტელიგენციის ერთ პატივსაცემ წარმომადგენელს ვკითხე: ხომ შეიძლება შევაგროვოთ ხელმოწერები ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილებაზე-მეთქი. პასუხი ასეთი იყო: “ეს ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული?”. დღეს ხელმოწერები რომ გროვდებოდეს, სწორედ ბიძინისტები იტყვიან უარს, საქართველოს მომავალს საკუთარი ხელმოწერა აჩუქონ, რადგან ერთი კომედიური ჟანრის ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, გულში მღერიან: “მერე მე არაფერი მამივა?”. მოგვიანებით “ბოროტმა ხმამ” ისიც მითხრა, “ლაზარე” ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნაო.

ქართველი ხალხი არჩევნების შედეგზეა ორიენტირებული და არა ბიძინაზე. ბატონმა ბიძინამ პოლიტიკა არ იცის, მაგრამ ეს არ ამცირებს მის, როგორც ქველმოქმედის, ღვაწლს საქართველოს წინაშე. თუ პოლიტიკა არ იცის, ის ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ, როცა ცხოველური ინსტინქტების მქონე გვამების კოლექციონერებს _ მერაბიშვილსა და ადეიშვილს კარგ მენეჯერებად მოიხსენიებს, რა დასკვნა გააკეთოს ქართველმა მეოცნებემ? ბიძინისტებს ვეკითხები: ეს იმიტომ თქვა, რომ ასე აზროვნებს თუ ასე უნდა ეთქვა?

ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს. რატომ იქნებიან ჩვენს ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესების მომხრე, როცა ჯერ კიდევ რევოლუციის სათავესთან მდგარ რუსეთს, ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყანას, ლონდონმა და ვაშინგტონმა 1918-20 წლებში 10 სამხედრო ინტერვენცია მოუწყო? ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ იმდროინდელი დასავლელი მილიტარისტები სსრკ-ში, რომელიც უზარმაზარ ეკონომიკურ და წიაღისეულ რესურსს ფლობდა, წინააღმდეგნი იყვნენ, ვაჭრობის, მრეწველობისა და მიწის ნაციონალიზაცია მომხდარიყო, ე.ი. ხალხის საკუთრებაში არ უნდა გადასულიყო. განა ამავე პრინციპით არ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების წარმომადგენლები პაატა გიორგაძის პროექტს წყლის რესურსის ხალხის ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე? თვით ხელისუფლებას არ აღელვებს ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა და ევროპის იმედი უნდა გვქონდეს? ევროკავშირი და დემოკრატია _ ორივე სატყუარაა ბრიყვთათვის. შარშან ხალხი შიმშილის ზღვარზე იყო, ნაცქოცნაბიჭვრებმა კი 34 მილიონ ლარზე მეტი პრემია დაირიგეს; 400 მილიონიონლაინსესხიგასცეს, რამაც სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. საქართველოს მოსახლეობას ვაფრთხილებ: თქვენი პირადი მონაცემებით შეუძლია ისარგებლოს კრიმინალური ცნობიერების მქონე ნებისმიერმა პიროვნებამ დაონლაინსესხითქვენს სახელზე გამოიტანოს, თუნდაც პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში. ვესაუბრე სამართალდამცავ სტრუქტურას, რომელმაც განმარტა, რომ ეს დანაშაული ისჯება, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება?! ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ხელისუფლება რატომ უნთებს მწვანეს კრიმინალს, როცა ხალხი შიმშილის ზღვარზეა?!

სააკაშვილის ნაკვალევზე მორბენალ ხელისუფლებას უცხოური როკჯგუფი ჩამოჰყავს საქართველოში გაღატაკებული და დამშეული ხალხისდასაპურებლადდა ეს 5,5 მილიონი ლარი უჯდება. ამ ინფორმაციას ავრცელებენ ნაციონალები, რომლებსაც, ეტყობა, დაავიწყდათ თავიანთი ინიციატივით ჩამოყვანილი ტოტო კუტუნიო და ანდრია ბოჩელი, რომლებსაც მილიონები გადაუხადეს.

დიახ, საბჭოთა ეპოქაში მშივრები და მათხოვრები არ არსებობდნენ და იმ ეპოქის მონატრებას არაფერი აქვს საერთო ნაცებისთვის ხმის მიცემასთან, როგორც ამას ნატოსთან ჩახუტებული ე.წ. ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს.

1947 წელს, დიდი სამამულო ომის შემდეგ, სტალინმა პარტიულ მუშაკებს და მთავრობის წევრებს ხელფასები მოუმატა, მაგრამ რაიკომის მდივნის ახალი ხელფასი დიდად არ აღემატებოდა უმაღლესი კვალიფიკაციის მუშის ხელფასს. პარტიულ მუშაკებს კი იმიტომ მოუმატა ხელფასი, რომ მათ უფასოდ აღარ ესარგებლათ პარტიული ლიმიტებით _ უფასო კვებითა და მომსახურებით. შევადაროთ: დღეს საარსებო მინიმუმს ხელისუფალთა ხელფასები 30-ჯერ აღემატება.

“რუსეთის სპეცსამსახურები და მისი აგენტები საქართველოს კალიებივით მოედნენ, ისინი თავიანთ გასაკეთებელს უკვე აკეთებენ როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიასა და ეკონომიკაში”, _ აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში _ ზაალ კასრელიშვილი. ვის გულისხმობენ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებში თვით ნატოს აგენტები, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ცდილობენ, გახრწნილ ამერიკას ერთგულება გამოუცხადონ? იმ ადამიანებს ხომ არა, რომლებსაც ნოსტალგია გვაქვს სოციალისტური საქართველოს მიმართ? თუ ასეა, მე და ჩემი თანამოაზრეები რუსეთის აგენტები ვართ! დიახ, მონატრების განცდა მაქვს უსაფრთხოების, მართლმადიდებლური მრწამსის, ზნეობის დაცულობის, უფასო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ. ჩვენ, ვისაც ერეკლეს ანდერძი გულში ღრმად ჩაგვიმარხავს, მიშარასტ ლიბერასტებს ხმას არ ვაძლევთ. ე.წ. ექსპერტებს მივმართავ: არც გაბედოთ, გაგვათანაბროთ მათთან, ვინც საკუთარი კეთილდღეობის ფასად ერთ უხერხულ ადგილს სთავაზობს ნატოსა და დასავლეთს!

“ევროკავშირისკენ კი მივდივართ, მაგრამ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ და ტერიტორიები დავიბრუნოთ”, _ განაცხადა მემარცხენე ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა. ყველა სურვილს თავისი საფასური აქვს, განსაკუთრებით _ პოლიტიკაში. კომბლესთან ფარიკაობაში გართულ განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ქართული ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” ჯერ არ გადაუკეთებია და ზღაპრის გმირებისთვის ანგარება და მექრთამეობა არ დაუბრალებია. როცა რწყილი მუხასთან თხოვნით მიდის, მუხა მისგან ითხოვს: შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო? დიახ, ამერიკა ის ყვავია, რომელიც მსოფლიოს დასჩხავის და ჰეგემონობისკენ ისწრაფვის, მაგრამ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც აფხაზეთსა და შავი ზღვის სანაპიროს ამერიკის “მეგობარ” ლიბერასტ-პედერასტულ საქართველოს ხონჩით არ მიართმევს, მის საზღვართან ამერიკელებმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები რომ განათავსონ.

ქართველი ხალხი ეროვნულობის დეფიციტს განიცდის, ამიტომაც ვერ შევძელით გაერთიანება და დასავლეთის დიქტატისგან თავის დაღწევა. ამჟამადაც ამერიკის იმედი გვაქვს, რომ ახალი პრეზიდენტი პოლიტიკას შეცვლის და აშშ კავკასიიდან წავა. ჩვენ ერი რომ ვიყოთ, ერთ მუშტად შეკრული ამაყად ვეტყოდით ამერიკას: “გაეთრიეთ ჩემი სამშობლოდან!”, როგორც ეს ვიკინგების შთამომავალმა ისლანდიელებმა გააკეთეს. ისევ დიდი ჭაბუას სიტყვებს მოვიყვან: “ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს” (რომელსაც ამერიკის ელჩი მწყემსავს! _ ი. თ.), მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ საძოვრებიც გაგვიყიდა და ჩვენივე სამშობლოში უსამშობლოდ დაგვტოვა.

ვაჟას პათოსით ვამბობ: ,განა რა უნდა “მამკერძონ”, რომ ზნედაცემულ დასავლეთს, რომლის პოლიტიკა უზომოდ მძულს, გუნდრუკი ვუკმიო?!

ვისაც გული ქართულად უძგერს, თავის სამშობლოს უცხო ქვეყნების საჯიჯგნად არ აქცევს.

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

  1. ხალხო, კარგად დაფიქრდით: ნაცები და ქოცები ერთი და იმავე ფაბრიკის გამოშვებაა! აშშ-მა დაანგრია საქართველო 30 წლის მანძილზე. რუსეთი კი არ გამოთქვამს არანაირ პრეტენზიებს საქართველოს მიმართ; ასევე — დღევანდელი, ბატონი ტრამპის აშშ. გამოვიყენოთ ეს იშვიათი ისტორიული სიტუაცია, თუ გვსურს თავისუფლება. გავაუქმოთ დასავლეთისგან თავსმოხვეული წესები და კანონები, საძაგელი რეფორმები განათლებისა, სოფლის მეურნეობისა, მრეწველობისა. აღვადგინოთ ,,ბუნების კარი\\\” და გოგებაშვილის ,,დედა ენა\\\”. დავაბრუნოთ ქართველები სოფელში და იქ შევუქმნათ პირობები. მივცეთ ხალხს ზომიერი, მოკრძალებული ცხოვრების ნიმუში. დაახლოებით ასჯერ შევამციროთ მმართველი ხელისუფლების რაოდენობა. აღვადგინოთ სიკვდილით დასჯა იმ დანაშაულებისთვის, რასაც სჩადიოდნენ და სჩადიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ხოლო თუ ბატონსა და პატრონს ეძებთ, მაშინ მოგტყვნიათ პატრონი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here