Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ შეუცვლელი ქვეყანაა, პუტინი КГБ-ს აგენტია, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი...

აშშ შეუცვლელი ქვეყანაა, პუტინი КГБ-ს აგენტია, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა

602

საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა რუსოფობი  ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნი მადლენ ოლბრაიტი. „დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია, ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ,  პუტინი ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს“ – აცხადებს ოლბრაიტი. 

“უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა (რუსეთი) იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის (საბჭოთა კავშირი) ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან.

მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არაა… მე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი. მან მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ თვითონაც გამხდარიყვნენ ნატო-ს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო.

პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი (რუსები) არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს.

პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე,“ – განაცხადა ოლბრაიტმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here