Home რუბრიკები პოლიტიკა ბარაკ ობამა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა

ბარაკ ობამა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა

507

მას შემდეგ,  რაც აშშ-ში ახალმა პრეზიდენტმა გასცა განკარგულება სასაზღვრო ნორმების რეგულირების თაობაზე და 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრი ჩაკეტა, ბარაკ ობამაც ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო კამპანიას შეუერთდა. მან ამის მიზეზად მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვა დაასახელა.

„ადამიანები იკრიბებიან იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატონ. ისინი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ ამერიკული ღირებულებების დასაცავად. მე მათ გვერდით ვარ,“-ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიმართვაში. ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ულტრალიბერალებში. ვაშიგნტონსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს მხარს უჭერენ ცნობილი ადამიანები.

 

ტრამპის წინააღმდეგ იბრძვის ასევე ვაშინგტონის შტატის  გენერალური პროკურორი, რომელმაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბობ ფერგიუსონის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ უკანონოა, რის დამტკიცებასაც ის სასამართლოში შეეცდება. პროკურორი სასამართლოსგან პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას მოითხოვს.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here