Home რუბრიკები საზოგადოება როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა

როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა

791

რატომ ვერ აღდგა სამართლიანობა? _ აი კითხვა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში აწუხებდა ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავს მოტყუებულ-გაბითურებულად თვლის, ანუ საზოგადოების უმრავლესობას.

დიახ, არ შემშლია, აწუხებდა და, სამწუხაროდ, აღარ აწუხებს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ქართველ კაცს ლუკმაპურის შოვნა გაუხადა საოცნებოდ. ჰოდა, ქართველმა საზოგადოებამაც ხელი ჩაიქნია _ ჯერ, როგორც არაერთხელ ახლო წარსულში, შარშანდელ არჩევნებშიც გაყიდა ხმები; შემდეგ, უკვე წელს, უდრტვინველად მიიღო 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგისა და შემოქმედის, გიგი უგულავას, საპატიმროდან გათავისუფლება და კიდევ უფრო მშვიდად მიიღებს რეჟიმის მთავარი ჯალათის, ვანო მერაბიშვილის, გათავისუფლებასაც…

სამართლიანობის აღდგენა არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსანთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და წართმეული ქონების დაბრუნებას გულისხმობდა, არამედ იმ მაღალი თუ შედარებით დაბალი საეკლესიო იერარქების მხილებასაც, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში და კონკრეტულად _ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ან პილატესავით დუმდნენ, ან ოსანას უგალობდნენ ზნედაცემულ სააკაშვილს, რომლის უზარმაზარი ფოტო-ბანერებიც წმინდა ხატების გვერდით “ესვენათ” და მრევლს ნაცებისთვის ხმის მიცემას უქადაგებდნენ.

თუ სამოქალაქო სამართლიანობის არაღდგენა პირადად ბიძინა ივანიშვილის სინდისზეა, ეკლესიის მიერ თავის წიაღში ჩაბუდებულ ქვაბავაზაკთა არმხილების ცოდვას ერთიადრესიარ აქვს.

ჩვენს მკითხველს უსათუოდ ემახსოვრება, რომ ანაფორიანი ავაზაკების მხილება ქართულ მედიასივრცეში პირველმა “საქართველო და მსოფლიომ” გაბედა ჯერ კიდევ სააკაშვილის ზეობის ხანაში _ 2012 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა თქვენი მონა-მორჩილის წერილი სათაურით “მეუფე ყანდური”, რომელიც ფოთი-ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის (ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) უკეთურობას ეძღვნებოდა.

მას შემდეგ “მეუფე ყანდური” ყველა ანაფორიანი ყაჩაღის სინონიმია.

შარშან, ივნისში, მეუფე გრიგოლ-ყანდური კვლავ მოექცა ჩემი კალმის სამიზნეში, როდესაც გამოვაქვეყნე წერილი “ვნებანი ყანდურისანი”, ოღონდ არა “უკრაინაში დაკარგული სიყვარულისთვის”, არამედ ნეოლიბერალური გამოხდომის გამო _ მეუფე გრიგოლყანდური სინოდის იმ წევრთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს დაუპირისპირდნენ და კუნძულ კრეტაზე მსოფლიო პატრიარქის (რომელსაც აშშის ლიბერტარიანული ძალები აფინანსებენ და, შესაბამისად, მართავენ კიდეც) _ ბართლომეოსის მიერ მოწვეულ ეკუმენისტურ კრებაზე საქართველოს დასწრებას ითხოვდა.

წინამდებარე წერილის დაწერა კი განაპირობა ამა წლის 11 იანვარს “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ სათაურით “რუხი მიტროპოლიტი”. ეს ინტერვიუ ჩემმა კოლეგა ეკა ნასყიდაშვილმა სოფელ სალხინოს საკრებულოს წევრს, ბატონ გია ჯეჯელავას ჩამოართვა. ბატონი გია მრავალ უკეთურობაში ამხელს ჭყონდიდელ მეუფე პეტრე-ყანდურს.

ამ ზაფხულს ჩემს დედულეთში, მარტვილში, გახლდით და იქ არა მხოლოდ ხსენებულ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების შესახებ შევიტყვე, არამედ ბევრი სხვა რამეც… კერძოდ ის, რომ პეტრეყანდურის მთვრალ დისშვილს ვიღაც გაუტანია მანქანით, მაგრამ ეს საქმე ყოვლისშემძლე ბიძას მიუჩუმათებია და მკვლელი არ დაუსჯიათ.

თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ პეტრეყანდური იმ ლიბერალთა რიგებშია, რომლებიც, სამწუხაროდ, სინოდის უმრავლესობას შეადგენენ.

გახსოვთ, ალბათ, როგორ მიიღო ყანდურთა უმრავლესობით დაკომპლექტებულმა წმინდა სინოდმა, მიუხედავად პატრიარქის საპირისპირო პოზიციისა, კანონი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია უფლებრივად არა მხოლოდ ტრადიციულ კონფესიებს (იუდაიზმი, კათოლიკები, ისლამი), არამედ სატანისტურ სექტებსაც (ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები და სხვ.) გაუთანაბრდა.

აქედან გამომდინარე და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ აქედან, ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ _ ჩვენს საყვარელ, უფრო მეტიც, სათაყვანებელ პატრიარქს გაუჭირდა ეკლესიის მართვა…

როგორც აფთრები, ისე ელოდებიანმეუფე ყანდურებისიკვდილს პატრიარქისა, რომელიც ნაცებმა რამდენიმეჯერ მოწამლეს, ბუდარა და ბუდარიხა ხლისტებმა კი მრავალჯერ შეურაცხყვეს. ჩამოვთვლი მათ, ვინც საკუთარ თავს პატრიარქის ტახტზე ხედავენ:

1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი _ პატრიარქის ძმისშვილი და, მიუხედავად ამისა, ლიბერალი;

2. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი;

3. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე;

4. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი;

5. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე.

ეს მიტროპოლიტები მეტნაკლები ლიბერალები არიან, პატრიარქის კვერთხის დაუფლების მეტნაკლები შანსით, მაგრამ, ყოველგვარი მეტნაკლებობის გარეშე, ყველა მიშისტია!

ყველა ბოლო წუთამდე ერთგულებდა სააკაშვილს და მის რეჟიმს. ამ ერთგულების მიზეზი კი, მიამიტურად მეგონა, ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში ახალი რუისურბნისის შიშიამეთქი, რასაც ვწერდი კიდეც 2012 წლის სექტემბერში იმ წერილში, რომელშიც მეუფე გრიგოლი გავაყანდურე პირველად, მაგრამ, რუისურბნისი კი არა, ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე მწვანე შუქი აუნთო ბიძინამ პატრიარქის კრიტიკას, რაც .. არასამთავრობოებმა ქართული ეკლესიის განქიქებაში გარდასახეს.

რა თქმა უნდა, ასოებს ბევრი არ უსმენს, რადგან იციან, რომ მათ ჩვენი დედაეკლესიის კრიტიკა-განქიქებაში ფულს უხდიან, მაგრამ იმას რა ვუყოთ, ხშირად სიმართლეს რომ ლაპარაკობენ? მაგალითად, შავი ჯიპების ყბადაღებულ თემაზე…

ქრისტესავით ვირით ვერ ივლიან 21- საუკუნეში, მაგრამ, ნაცებმა მოისყიდეს თუ მრევლმა აჩუქათ, ხომ შეიძლება ძვირად ღირებულინავაროჩენიჯიპები გაყიდონ, რუსული ავტომობილი თუუტყდებათ”, იაპონური პატარა ჯიპები შეიძინონ და დარჩენილი ფულით გაჭირვებულ მრევლს დაეხმარონ?!

ან ნახეთ, როგორ რეზიდენციებში, რა ფუფუნებაში ცხოვრობენ მეუფე ყანდურები _ მიმიქარავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აპარტამენტები!

თითქოს ძველი კომპრომატები საკმარისი არ იყო და ახალიც გამოამზეურეს ბორჯომ-ბაკურიანის მეუფე სერაფიმზე, რომელსაც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში, ანუ პედოფილიაში ადანაშაულებენ. ეს ამბავი მრევლის უმრავლესობას არ სჯერა, მაგრამ მთავარი სხვა რამეა… რას ჰგავს მეუფე სერაფიმის შემცვლელი ქორეპიკოპოსის _ მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ქადაგება, თავად განსაჯეთ:

მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ამაში ვინმე იყო დამნაშავე. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქნას და გამოძიებას, ეს რატომ მოხდა. ღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით, ის თავისთავად გაცხადდება”…

რა არის ეს, რას ჰქვია “ნუ დაიწყებთ ჩიჩქნას” და ღვთის რომელ განგებულებას ვერ ვწვდებით?

ეს აი რა არის _ გაუნათლებელ მრევლს ჩააგონებენ, რომ საეროებისგან სასულიერო პირის, მით უმეტეს, მაღალი იერარქების კრიტიკა ცოდვაა, რადგან მეუფეებზე სულიწმინდის მადლია გადმოსულიო.

არადა, სჯულის კანონში წერია, რომ, თუ საერო პირმა იცის სასულიეროს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ და არ ამხელს მას, ისეთივე სასჯელით მიეზღვება, როგორიც არმხილებულ სასულიეროს უნდა მიზღვოდა.

ამ ფონზე, საერთოდ, გაუგებარია საპატრიარქოს დუმილი.

1917 წელს, როდესაც ავტოკეფალია აღვიდგინეთ, სინოდის პარალელურად შეიქმნა ე.წ. საკათალიკოსო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ დიდი ქართველი მამულიშვილები: სიმონ ჯანაშია, კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვა სასიქადულო პიროვნებები. ეს საბჭო წმინდა ამბროსი ხელაიას პატრიარქობის პერიოდშიც ფუნქციობდა, ანუ ერი ბერს ეკითხებოდა რჩევას, ბერი _ ერს და ასე მიიღებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ ფორმულით მოვდივართ უხსოვარი დროიდან და ამითვე გადავრჩებით, თუ, საერთოდ, გვიწერია გადარჩენა.

დასასრულ, მივმართავ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტს _ მეუფე იობს:

ხომ ხედავთ, რა დღეშია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო?

იღუპება ქრისტეს კუნძული, მოციქულთა სწორი, წმინდა ნინოს მონათლული და მას აქეთ მრავალი ქართველი წმინდანის სისხლით გასხივოსნებულმადლმოსილი სამშობლო ჩვენი!

ღმერთმა დიდი დღე მისცეს საქართველოს სიყვარულში დამაშვრალ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის შემცვლელადაც მხოლოდ თქვენ მიაჩნიხართ მართლმადიდებელ ქართველთა უმეტეს ნაწილს.

მეუფეო, დაგვიძახეთ, ქუდზე კაცი გამოვალთ და გაგვიძეხით, რათა ყანდურთა ტყვეობიდან დავიხსნათ ჩვენი დედაეკლესია, ანუ სრულიად საქართველო!..

დავით მხეიძე

P.S. ძალიან კარგად მესმის, “რა შარში გავყავი თავი”, რა ძალებს “ვესროლე ხელთათმანი” ამ წერილით, მაგრამ ყანდურების რისხვისა არ მეშინია, რადგანაც, სხვამ თუ არავინ, უფალმა ხომ იცის, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით…

1 COMMENT

  1. მღვდელმთავარი დიმიტრი არაა ლიბერალი, ამავე დროს არიან სხვები ამ სიაში რომ არაა. ავტორი საკითხს არ იცნობს ისე სწერს, ქუთათელ გაენათელიც არაა ლიბერალი. ის მიშისტია. ეს სხვადასხვა რამეა, ასე მუქი ჩრდილები არაა დღეს ეკლესიაში

  2. ნეტავი რა განსხვავებაა მიშისტობასა და ლიბერალობას შორის? რაც შეეხება მეუფე დიმიტრის ლიბერალობა არალიბერალობას დაუშვათ რომ არ არის ლიბერალი _ მისი ხმა ვინმეს გახსოვთ რომ ამოეღოს 9 წლის მანძილზე? ერთადერთი \\\”დამსახურება\\\” მისი ის არის, რომ პატრიარქის ძმიშვილია!

  3. მახსოვს, როდესაც ფერიას მთაზე ეკლესია დაანგრიეს ყველაზე მკაცრი მხილება მეუფისგან იყო- ამის გამკეთებელი ან უნდა წავიდეს ან საჯაროდ მოინანიოსო. სწრაფადვე აღდგა ეკლესია, სააკაშვილმა უკან დაიხია და სამხედრო ბაზა აღარ განთავსდა ფერიის მთაზე { ვისთვის და რისთვის უნდიდა ცალკე საკითხია}

  4. მიშისტობასა და ლიბერალობას შორის მართლაც არაა დიდი განსხვავება ოღონდ მხოლოდ საქართველოში , რადგან ყველა ლიბერალი მიშისტია, მაგრამ ყველა მიშისტი არაა ლიბერალი- გამიშისტებული ზვიადისტები და ა.შ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here