ნორფოლკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონმა 800 000 ხმა მიიღო არალეგალი იმიგრანტებისგან. დონალდ ტრამპი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ კლინტონმა 3 მილიონზე მეტი არალეგალის ხმა მიიწერა და ამ თემაზე გამოძიების დაწყებას აპირებს.
ვირჯინიის, ნორფოლკის ძველი სამეფო უნივერსიტეტის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯესი რიჩმანი კოლებთან ერთად დაინტერესდა ამ საკითხით და ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზეც შეეცადა დაედგინა და გამოეთვალა თუ რამდენი არალეგალისგან მიიღო ჰილარი კლინტონმა ხმა. მან თავისი კვლევები გამოაქვეყნა, რამაც ტრამპის ბრალდებები და ეჭვები გაამყარა.
უნივერსიტეტების კონსოციუმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ეფუძნება ეროვნული საარჩევნო სისტემის მონაცემებს, ადასტურებს არალეგალთა გარკვეული რაოდენობის ხმების დაფიქსირებას საარჩევნო პროცესში. რიჩმანის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 20 მილიონი არალეგალიდან 6% ხმა დაფიქსირდა, ხოლო მიღებული ხმებიდან მთლიანი დაანგარიშებით არალეგალთა ხმების 81 %-ის მხარდაჭერა მიიღო კლინტონმა.
თავის მხრივ, რიჩმანი არ უარყოფს რომ ტრამპის ბრალდებები მოგონილი არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ იგი მაინც ძალიან ძალიან უტრირებულია. თუმცა მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ სრულფასოვანი ანგარიშის წარდგენას მეტი რესურსი და დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ ტრამპი აპირებს გამოძიება დაიწყოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. კანონის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ჯერ უცნობია რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო აპარატი.