ლაფანყურის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საკითხში ჩაუხედავი ადამიანისთვის სქემა ძალიან მარტივია იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს და მასმედიის წარმომადგენლებს ეს აწყობთ. მისი თქმით, ეს თემა მათ პოლიტიკური კუთხით ააგორეს, და რომ ყველანი არაპროფესიონალები არიან. „პროფესიონალი სამხედროებისთვის აშკარაა, რომ ძალიან მარტივი სქემა იკვეთება“. – ამბობს მაიასაია. რუსეთი ცერცვაძეს ედავება შეკვეთილ მკვლელობას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს, რომ ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა.
2003 წელს სოჭში კრიმინალურ ავტორიტეტს ჰკლავენ, გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, დამნაშავის გამოვლენა გამოძიებამ ვერ შეძლო. მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა, რის საფუძველზეც 2016 წლის იანვარში გამოძიება განახლდა და საქმეში გია ცერცვაძის სახელი და გვარი გაჩნდა. გამოძიება მას შეკვეთილ მკველობაში სდებს ბრალს. ცერცვაძე უარყოფს მკვლელობასთან რამე კავშირს და აცხადებს, რომ 2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. თუმცა, ინტერპოლის მოთხოვნით ცერცვაძე უკრაინელმა სამართალდამცეველებმა დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ცერცვაძე რუსეთში კერძო დეტექტიურ სააგენტოში ირიცხებოდა, მოგვიანებით ის საქართველოში ჩამოდის და სოდ–ში იწყებს მუშაობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრიმინალურ ავტორიტეტის მკვლელობას სერიოზული ქმედებები მოყვება კრიმინალური სამყაროს მხრიდან, ხოლო მათგან დაცვის საშუალებას მხოლოდ სპეცსსამსახურები იძლევიან. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ ავტორიტეტის მკვლელობა სპეცსამსახურების ჩარევით, ან მათი ჩუმი თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი და სწორედ, ამიტომაც, ამ ბურუსით მოცულ მკვლელობასთან ცერცვაძის კავშირზე ჩნდება კითხვა – რა მოხდა 2003 წელს და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ მკვლელობასთან ცერცვაძეს? ამ კითხვებზე კი პასუხი არ არსებობს.
„დავიწყოთ იმით, რომ გია ცერვაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ მსახურობდა. სოდ–ის მაღალჩინოსანი, ანუ სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. ვიცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პოლიტიკური პოლიციის სოდ–ის და კუდ–ის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და უკრაინაში წავიდა. დღეს უკრაინაში სამი ქართული შენაერთი მოქმედებს. აქედან ერთი ნაწილი ოფიციალურად მოქმედებს უკრაინის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა. მეორე შენარეთი ასევე სამხედროები არიან, ისინი ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და მესამე – ეს არის სპეცსამსახურებით დაკომპლექტებული ნაწილი, კერძოდ სააკაშვილის პოლიტიკური პოლიციის წარმოამდგენლებით დაკომპლექტებული ლეგიონი, რომელსაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი და მის უკან მდგარი პოლიტიკური ძალები აფინანსებს“. – განაცხადა მაიასაიამ.
პოროშენკოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის ოპერაციებში, ანუ მათ სამართლებივი ნიშა გაუკეთეს. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო ეს ცვლილება, რათა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო გაეროს გენერალური ასაბლეას1980 წლის კონვეციასთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ძლებში, როგორც დაქირავებული მებრძოლის, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპით მკაცრად ისჯება.
უკრაინის კანონმდებლობით დაშვებულია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის სამხედრო ოპერაციაში მისი მოქალაქის მონაწილებას გამონაკლისის გარდა, თუ ოფიციალურად საზღვარგარეთ არ არის მივლინებული შეიარაღებულ ძალებში. რადგან ჩვენ ვმოქმედებთ 1980 წლის კონვენციით, რომლის თანახმად, დაქირავებული მებრძოლი უნდა გამოცხადდეს უკანონო მებრძოლად ნებისმიერ სახელმწიფოში. „ ბუნებრივია, სოდ–ის და კუდ–ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და მათ არ უნდა დავუკარგოთ აგრესორების წინააღმდეგ ბროლა, მაგრამ მეორეა – რა სადისტობას სჩადიოდნენ ისინი“. – ამბობს მაიასაია.
ახალი გარემოებიდან გამომდინარე, 2016 წლის იანვარში რუსეთმა განაახლა 2003 წელს ჩადენილი მკვლელობის საქმის გამოძიება. „შეკვეთილი მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, სანამ დამკვეთამდე არ გავლნენ, გამოძიება გრძელდება. როგორც ჩანს, რუსებს გაუჩნდათ ახალი გარემოება, ახალი მტკიცებულება, რომელიც ცერცვაძის ბრალეულობას ადასტურებს. განახლებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ მკვლელობაში მონაწილეობდა გია ცერცვაძე. როგორც ჩანს, ცერცვაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა 2013–2015 წლებში, ანუ მაშინ სუფთა იყო. ამიტომ, საქართველო მას ვერ დააკავებდა. ეჭვი არ მეპარება, რომ 2013–2015 წლებში წავიდა, რადგან რუსებმა გამოძიება 2016 წელს განაახლეს და უკვე მეორე ნახევარში მიმართეს ინტერპოლს“. – ამბობს მაიასაია.
ვერდიქტი, რომელიც გამოქვეყნდა რუსული მხარის მიერ, ადასტურებს, რომ ცერცვაძეს ედავებიან უმძმეს დანაშულს – დაქირავებულ მკვლელობას, ანუ ქილერობას – კერძოდ, სოჭში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობას. როგორც ტერორიზმი, ასევე ქილერობა უმძმესი დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ინტერპოლს შეიძლება ქართული მხარისთვის გამოეგზავნა მოთხოვნა, ამ პიროვნების იდენტიფიცირების შესახებ – არსებობს თუ არა ასეთი პიროვნება. „ეს არის პროცედურა, შეიძლება რუსულმა მხარემ არარსებულ ადამიანზე გააგზავნა მოთხოვნა, ან შეიძლება ეს არის ფსევდონიმი, ამიტომ ინტერპოლმა ქართული მხარისგან მოითხოვა დადასტურება არსებობს თუ არა ასეთი ადამიანი და ხომ არ გადაადგილდება ყალბი პასპორტით. როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ გააგზავნა დადასტურება, რომ ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს. მაგრამ ინტერპოლი არ არის ვალდებული ქართული მხარისთვის მოეთხოვა მისი დაკავება, სანამ არ დაადგენდა მის ადგილსამყოფელს და არ გადასცემდა იმ ქვეყნის სამართალდამცავებს მასალებს, რითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული“. -განაცხადა მაისაიამ.