Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინელთა 65% ეწინააღმდეგება 9 მაისის აღნიშვნის გაუქმების შესახებ ინიციატივას

უკრაინელთა 65% ეწინააღმდეგება 9 მაისის აღნიშვნის გაუქმების შესახებ ინიციატივას

479

ამჯერად უკრაინში ქვეყნის მთავარ იდეოლეგებს და პროპაგანდისტებს თავში მოუვიდათ აზრი გამოსულიყვნენ ინიციატივით საზოგადოებაში არ აღენიშნათ სამოქალაქო დღესასწაული – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თუმცა  მათმა ინიციატივამ ვერ მიიღო  სათანადო მხარდაჭერა უკრაინელი მოქალაქეებისგან.

სახელწიფო დღესასწაულების სიიდან ასევე სურთ 1 მაისის და 8 მარტის ამოღებაც. უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორის – ვლადიმერ ვიატროვიჩის განცხადებით, ამის შესახებ კანონპროექტი მზადაა და შეტანილია რადაში.  იგეგმება ამ თემაზე მოეწყოს სახალხო მოსმენა, სადაც ხმათა უმრავლესობით გადაწყდება ეს საკითხი. მოწვეულთა შორის იქნებიან ექსპერტები და მაღალჩინოსნები.

უბრალო მოქალაქეებს უკვე მიეცათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება სპეციალურ პორტალზე და მიეცათ ხმა მისი მეშვეობით. ხმის მიცემის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით უკრაინელთა 65% ეწინააღმდეგება ინიციატივას – 9 მაისის აღნიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვლადიმერ ვიატროვიჩის ინიციატივას უკრაინელთა 32% ემხრობა. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან დღემდე საკუთარი აზრი ოფიციალურად დააფიქსირა 22 339 მოქალაქემ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here