Home რუბრიკები ეკონომიკა ნივა, რომელიც 85 000 დოლარად იყიდება

ნივა, რომელიც 85 000 დოლარად იყიდება

4507

გასულ წელს  რუსულ ტოლიატიში 1980 წელს გამოშვებულ ВАЗ-2121 ”ნივას” 55 000 დოლარად ყიდდნენ, მაგრამ ეს უკვე მოძველებული ინფორმაციაა. ეს ავტომობილი ისევ გამოჩნდა განცხადებებში, ოღონდ უკვე 85 000 დოლარადაა შეფასებული. 

შედარებისთვის, რუსეთში ამ ფასად ორი ახალი VW Touareg მოგივა – მართალია, მინიმალური კომპლექტაციით, მაგრამ მაინც. ცხადია, თვითონ გამყიდველსაც კარგად ესმის, რომ ფასი ძალიან მაღალია, თუმცა ცდილობს ახსნას, რატომ უნდა იყიდონ ეს მანქანა 85 000 დოლარად.

► განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავტომობილი ფაქტობრივად ახალია – მხოლოდ 201 კილომეტრი აქვს გავლილი.

გარდა ამისა, ეს ეგზემპლარი ადრეულია და საექსპორტოდ შეიქმნა. ესეც რომ არ იყოს, კონკრეტულად ეს ”ნივა” ფაქტობრივად სამუზეუმოა, რადგან ასეთი კომპლექტაციით და ასეთ მდგომარეობაში ის ერთადერთია რუსეთში. პლუს ამას, მფლობელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მანქანას ჯერ კიდევ აქვს პლომბები და შავი სანომრე ნიშნები. ასეთ ნომრები საბჭოთა კავშირში 1960-დან 1981 წლამდე გაიცემოდა.

► ავტომობილის ძრავა 1,6-ლიტრიანია – 75 ცხენის ძალით.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here