Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრა რულოვსს დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს, იგი ოფიციალურად უფლებამოსილებას ინარჩუნებს

სანდრა რულოვსს დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს, იგი ოფიციალურად უფლებამოსილებას ინარჩუნებს

476

მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ სანდრა-ელისაბედ რულოვსს მცირე ხნის წინ პარლამენტიდან ხელფასი და სახელფასო დანამატი დაერიცხა. მისი ანაზღაურება 1675 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პირველმა ლედიმ დეპუტატის მანდატზე უარი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში თქვა. მის ნაცვლად კი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი შევიდა, რომელსაც, რულოვსის მსგავსად ხელფასიც დაერიცხა და სახელფასო დანამატიც. 

რა შემთხვევაში შეიძლება, დეპუტატმა უარი თქვას მანდატზე და ხელფასს მაინც იღებდეს, რამდენად ჯდება ეს კანონის ნორმებში და ჩარჩოებში, ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:- თუ პირზე, რომელიც არჩეულ იქნა დეპუტატად და შემდეგ უარი თქვა დეპუტატის მანდატზე, გაცემულია ხელფასი, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მას არ დაუწერია განცხადება და მისი უფლებამოსილება შეწყვეტილი არ არის. ჩვენ უახლეს ისტორიაში გვახსოვს ასეთი შემთხვევა, როცა რამდენიმე დეპუტატმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე და ამ უარის მიუხედევად, ინარჩუნებდნენ, როგორც ხელფასს, ისე სახელფასო დანამატს და სხვა კვოტებსაც. რუსლოვსის შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, ასე მოხდა და ცხადია, ეს შემთხევითი არ არის. ანუ, შეიქმნა განცდა, თითქოს მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, რეალურად კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი აფიორა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ხელფასი არ უნდა გაცემულიყო…

ია მეტრეველი:- ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, რატომ და რა პრინციპით უნდა გაიცემოდეს ხელფასი ან სახელფასო დანამატი დეპუტატზე, რომელმაც გააუქმა მანდატი და ოფიციალურად აღარ არის პარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. მე ძალიან მაინტერესებს, რა კომენტარს გააკეთებს ამაზე თავად ქალბატონი რულოვსი და ის პირები, რომლებსაც განმარტების გაკეთება ევალებათ. ჩემი აზრით, ეს ვერანაირი კანონის ჩარჩოებში ვერ ჯდება, არანაირი სამართლებრივი ახსნა და გამართლება ამას არ აქვს. 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here