Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს შედგება

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს შედგება

519

აშშ-ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შაბათს, 28 იანვარს გაიმართება, იუწყება CNN. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც დაამოწმა.

ტრამპისა და პუტინის ბოლო სატელეფონო საუბარი 2016 წლის 14 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართა. მაშინ მათ აღნიშნეს, რომ 2 ქვეყნის ურთიერთობა მეტად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფება და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ძალების გაერთიანებაზე ისაუბრეს. ინუგურაციის შემდგომ ტრამპმა პუტინისგან ბეჭვდური სახით მიიღო წერილი, რომლიც ტრამპმა მედიას ანახა, თუმცა ისიც დასძინა, რომ შინაარსის გასაჯაროებას იგი მასმედიისთვის არ აპირებდა.

აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის – Atlantic Council-ს უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა, ფაბრის პოტიემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია აშში-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოხსნის. მან ასევე დასძინა, რომ 28 იანვარს ტრამპი მერკელთან და პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. კონკრეტულად რომელი სანქციების მოხსნაზეა საუბარი, პოტიეს არ განუმარტავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here