Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის ნაყოფი _ ჰომოსექსუალიზმის რეკლამა კიევის მეტროპოლიტენში

უკრაინის დედაქალაქის მეტროპოლიტენში გამოჩნდა პლაკატები პედერასტების გამოსახულებით _ ერთმანეთის მომღიმარი ორი მამაკაცი და წარწერა: “ახალი გატაცება?”, აგრეთვე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ტესტის რეკლამა.

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის გარყვნილი და სახიფათო ცხოვრების პირდაპირი პროპაგანდა. რეკლამას ნეგატიური გავლენა აქვს უამრავ ადამიანზე, რომლებიც კი მეტროპოლიტენით სარგებლობენ. ის განსაკუთრებით ზემოქმედებს ინფორმაციისადმი მგრძნობიარე ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერებაზე”, _ განაცხადა წარმომადგენელმა ორგანიზაციისა “სიყვარული ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ”.

მისი აზრით, კიევის მეტროპოლიტენში გამოფენილი პლაკატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას.

ერთნაირსქესიანთა შორის ურთიერთობის პროპაგანდა _ ეს უკრაინის მიერ ევროინტეგრაციისკენ აღებული კურსით არის გამოწვეული. 2016 წლის ივნისში კიევის ცენტრში გაიმართა ლგბტ-საზოგადოების მარში, რომელშიც 1000 კაცი მონაწილეობდა და რომელსაც უკრაინის პარლამენტის დეპუტატებიც შეუერთდნენ _ ბლოკ “პეტრე პოროშენკოს” წარმომადგენლები.

შარლიზ ტერონი თავისი ვაჟის გოგონად გარდაქმნას ცდილობს?

პოპულარული მსახიობი შარლიზ ტერონი ნაშვილებ ვაჟსმილიტრისსტილის კოსტიუმებს აცმევდა ხოლმე, ბოლო პერიოდში კი ბევრი ფიქრობს,

რომ მსახიობი ზრდის… გოგონას, _ წერს ჟურნალი Hello.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/steroni.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/steroni 2.jpg

ფოტოებზე გამოსახულია შარლიზ ტერონი და მისი ბიჭი, რომელსაც ყვავილებიანი შარვალი და ვარდისფერი მაისური აცვია და, რაც მთავარია, აქვს კიკინები.

რაც შეეხება თვითონ შარლიზს, მას საზოგადოებრივი აზრი არ აღელვებს. “მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ”, _ ამბობს პოპულარული მსახიობი და სულაც არ აინტერესებს, სურს თუ არა ბავშვს, საზოგადოებაში გოგოს სამოსით ჩნდებოდეს, თანაც _ კიკინებით.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/qmrianma-maswavlebelma-1.jpg

ქმრიან მასწავლებელს სამ მოსწავლესთან ჰქონდა სექსი

45 წლის ნიკოლ ეიმონდი, ლუიზიანიას შტატის ქალაქ პორტბარის ერთერთი სკოლის კალათბურთის მასწავლებელი, პოლიციელებმა დააკავეს სამი მოსწავლის გარყვნის ბრალდებით.

ცნობილი შეიქნა, რომ გათხოვილი ქალი თავის მოსწავლეებს “შიშველ” სელფებს უგზავნიდა და მათთან ინტიმური კავშირი ჰქონდა.

გათხოვილი ქალბატონის სექსუალური ლტოლვის სამივე ობიექტი 17 წელზე მეტის იყვნენ _ ამ წლოვანების ადამიანთან სექსუალური ურთიერთობა ამერიკაში ოფიციალურად დასაშვებია. მიუხედავად ამისა, ქალაქის პოლიციის შეფის _ დეონ ბორდოს განცხადებით, ქალმა დაარღვია შტატის კანონი, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს ეკრძალებათ სექსუალური ურთიერთობა 21 წელზე უმცროს მოსწავლეებთან. ნიკოლ ეიმონდი დააკავეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოსწავლის მამამ მომხდარის შესახებ შეიტყო და პოლიციას აცნობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here