Home რუბრიკები პოლიტიკა რომელ ნატოზე ღნავიხართ, სოროსუმეებო…

რომელ ნატოზე ღნავიხართ, სოროსუმეებო…

837

როგორც იქნა, ამოიწურა ბარაკ ობამასკოჭლი იხვობისპერიოდი და დონალდ ტრამპი 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, ოფიციალურად გახდა აშშის 45- პრეზიდენტი. დიახ, როგორც იქნა, რადგან პირველად აშშის ისტორიაში პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე პერიოდში აქტიური მუშაობა მიდიოდა, დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი არ დაეკავებინა.

ბევრი სხვა რამეც მოხდა პირველად.

მაგალითად, ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის ნეოლობერალური მმართველი წრეები აშკარად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს და იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი მის გამარჯვებაში, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია) ლიდერები დონალდ ტრამპის პირად შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ.

მაგრამ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ზემოთ ნახსენები ლიდერები, ალბათ, უხერხულად გრძნობენ თავს; ლიდერები, რომელთაგან ერთს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ტრამპმა უკვე “დაუბრუნა ხურდა”, უწოდა რა მის მიერ გერმანიაში მილიონობით მუსლიმი მიგრანტის შეშვებას კატასტროფული შეცდომა; ხოლო გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, ქალბატონ ტერეზა მეის, როგორც ოვალური კაბინეტის პირველ უცხოელ სტუმარს, აშშ-ის პრეზიდენტი ამ თვის ბოლომდე უმასპინძლებს. რაც შეეხება ევროპის ლგბტ-საზოგადოების მთავარ მედროშე ფრანსუა ოლანდს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი მას “ძაღლადაც არ აგდებს” და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, შემდეგ კი ახალ პრეზიდენტთან დაიჭერს საქმეს. ის ან მარი ლეპენი იქნება, ან ფრანსუა პიიონი. მსოფლიო ნეოლიბერალებისთვის კი პირველი ვაია და მეორე _ უი, რადგანაც ორივე ევროკავშირიდან გასვლის მომხრე და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების წინააღმდეგია.

პირველად იყო აშშ-ის ისტორიაში ისიც, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატებზე არანაკლები კრიტიკოსები საკუთარ პარტიაშიც ჰყავდა, მაგალითად, რუსოფობი სენატორი ჯონ მაკკეინი.

ტრამპს საინაუგურაციო სიტყვაში საერთოდ არ უხსენებია დემოკრატია, ნატო, ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და სხვა ლიბერალური ბიჟუტერია, რომლითაც თვალს გვჭრიდნენ ბოლო 25 წელიწადი. სამაგიეროდ მკაცრად ისაუბრა ერთი მუჭა ხალხის უბრალო ამერიკელთა ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრებაზე და იქვე განაცხადა, რომ ეს დამთავრდა აქ და ახლავე! მართალია, მას კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, მაგრამ, ერთი კახური ანეკდოტისა არ იყოს, გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი თავმჯდომარე რო არის, იმაზე ვამბობო, და ის თავმჯდომარეებიც _ ბილ და ჰილარი კლინტონები, განსაკუთრებით ახლა გაფარჩაკებული ყოფილი პრეზიდენტი ობამა და ასევე ყოფილი პირველი ლედი არიან. ესეც, ალბათ, პირველად მოხდა, რომ ახალმა პრეზიდენტმა წინამორბედი ასე უმოწყალოდ “ჩადო კუბოში”.

უბრალო ამერიკელების ყურისთვის სასიამოვნო სხვა რამეც საკმარისად თქვა ტრამპმა:

* იყიდეთ ყველაფერი ამერიკული და პირველ რიგში დაასაქმეთ ამერიკელები!

* ამერიკა ეცდება, ყველასთან იმეგობროს, მაგრამ ჩვენ ძალით თავს აღარ მოვახვევთ სხვა ქვეყნებს ჩვენი ცხოვრების წესს.

* ამერიკა კვლავ უნდა გავხადოთ დიადი, უნდა გავხდეთ პირველები ყველაფერში და მაშინ სხვებიც მოგვბაძავენ და ..

ინაუგურაციის დღესვე აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის საიტიდან გააქრო ლგბტ-საზოგადოების გვერდები, რამაც აშშ-ის ნეოლიბერალთა ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია, ნეოლიბერალებისა, რომლებიც დღეს ამერიკაში (ერთ დროს კი პურიტანულ-ქრისტიანულში), სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ. მეტიც, აშშის სენატსა თუ კონგრესში 70-მდე გაცხადებული პედერასტია, ხოლო ჯარში (მსოფლიოში ყველაზე მაგარში _ ჰა, ჰა, ჰა!), ბარაკ ობამას წყალობით, 65 ათასამდე გეი და ლესბოსელი მსახურობს. ამას დავუმატოთ ჰოლივუდი, ეს ფინანსური მონსტრი და გარყვნილების მთავარი ცენტრი, და ცხადი გახდება, თუ რა ძალასთან აქვს საქმე აშშ-ის ახალ პრეზიდენტს.

ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ აშშ და ევროპის რიგი ქვეყნების დედაქალაქები ტრამპის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო მსვლელობებითაა მოცული, ამ არეულობებს აშკარად ეტყობა ვიღაცის ხელწერა და, როგორც “ბოროტი ენები” ამბობენ, ეს ვიღაც ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსია.

აქედან გამომდინარე, სულაც არ მგონია უსაფუძვლო “სიენენის” მიერ ინაუგურაციის დღეს გავრცელებული, ერთი შეხედვით უწყინარი(?) შავი იუმორი, რომელიც წაქეზებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხუმრობას _ დონალდ ტრამპი ინაუგურაციის დღეს რომ მოკლან, მაშინ რა მოხდება?

ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და, სამწუხაროდ, მსგავსი რამ არც აწია გამორიცხული (რა, ერთი და ორი პრეზიდენტი გაუგორებიათ?!). ასეთ შემთხვევაში აშშ-ს სამოქალაქო ომი ხელში უჭირავს.

იმედია, საქმე აქამდე არ მივა, აშშ-ში საღი აზრი გაიმარჯვებს, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს კრემლის აგენტობად არ ჩაუთვლიან დონალდ ტრამპს და ორი ზესახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, ერთად აღგვის პირისაგან მიწისა ისლამურ ტერორიზმს და სხვა საკითხებშიც ითანამშრომლებს.

ბუნებრივად იბადება კითხვა: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ვის მივმართოთ, რომ გადავრჩეთ, როგორც ერი, და კიდევ ერთხელ არ გავიჭყლიტოთ აქლემებს შორის?

ჩვენი ხელისუფლების შემხედვარეს, ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან კვლავ ისმის ნატო-ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიაზე ღნავილი, თუმცა შეიძლება უტოპისტები ვუწოდოთ ასეთ ხალხს ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგაც?

არა, ბატონებო! ეს უკვე ის შემთხვევაა, როცა, ავლიპ ზურაბიშვილი კი არა, შერეკილი ნოშრევან კუჭუხიძეც ვერას გახდება ბროწეულის წვენის ოყნებითა და უებარი აბი გლუკოზით.

რომელ ნატოზე ღნავიან ესენი, რომელსაც ტრამპმა მოძველებული უწოდა და რომლის დაშლა გარდაუვალია?

რაც შეეხება ევროკავშირს, ტრამპის დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, ახლახან გერმანიის ქალაქ კობლენცში გაიმართა ე.წ. ევროსკეპტიკოსთა შეხვედრა ფრანგი მარინ ლე პენის, ინგლისელი ნაიჯელ ფარაჯის, გერმანელი ფრაუკე პეტრისა და ბელგიის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების მსგავსი იდეოლოგიის პარტიათა ლიდერების შეხვედრა, რომელზეც ღიად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის დაშლის იდეას.

კიდევ ვიმეორებ ჩვენი ხელისუფლების გასაგონად: რომელი ნატოსა თუ ევროკავშირისკენ მიგყავთ საქართველო, პირველს მამა რომ არა ჰყავს და მეორეს _ დედა?

საყურადღებოა ისიც, რომ ტრამპის ინაუგურაციის წინა დღეებში მოსკოვს ეწვია მოლდოვის ახალი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელმაც პუტინთან ღიად განაცხადა, რომ ევროპასთან ასოცირების გამო მოლდოვამ ჩვეული რუსული ბაზარი დაკარგა, სამაგიეროდ კი ევროპისგან ვერაფერი მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ, როდესაც მისი სოციალისტური პარტია მომავალ არჩევნებში უმრავლესობით მოვა პარლამენტში, მოლდოვა გააუქმებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და 180 გრადუსით შეტრიალდება რუსეთის ბაზრისკენ!

ნიშანდობლივია ისიც, რომ მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთში კონფლიქტის შემდეგ პირველად ეწვია რეგიონს, მოლაპარაკებები დაიწყო სეპარატისტებთან და ამის შემდეგ ეწვია ვლადიმერ პუტინს.

მოლდოვას მსგავსად იქნებ ჩვენც მივხვდეთ, რომ გაეროს, ევროკავშირის, აშშის მიერ გაკეთებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ არაფრისმაქნის განცხადებებს, სჯობს, აფხაზებსა და ოსებს პირდაპირ დაველაპარაკოთ?

მაგრამ არა! ჩვენი ხელისუფლება კონსტიტუციაში აპირებს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის შეუვალობის ჩაწერას, რაც კრეტინიზმი და იდიოტობაა. რაც შეეხება ქართულ ტელევიზიებს, ხელისუფლების მსგავსად, ისინიც სხვა პლანეტაზე არიან და ერთადერთი, რასაც ბედავენ, მელანია ტრამპის კაბებსა და ტუალეტებზე საუბარია.

ერთი სიტყვით, წინ საინტერესო დღეები გველის. ჩინური წყევლაა _ საინტერესო დროში გეცხოვროსო!..

ჰოდა, ვნახოთ, რა მოხდება.

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here