Home რუბრიკები პოლიტიკა სექტანტების ვარამი და ბუჩქებიდან დანახული ინაუგურაცია

სექტანტების ვარამი და ბუჩქებიდან დანახული ინაუგურაცია

703

გასულ კვირას მთელი პლანეტა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დეტალებზე მსჯელობდა _ ახალი პრეზიდენტის გამოსვლაზე, მისი მეუღლის ჩაცმულობაზე და .. საქართველოში ამას ერთობ კომიკური, მეტიც, ფსიქიატრიული ელფერი დაჰკრავდა, რადგან საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მოწადინების მიუხედავად, საპატიო სტუმრებთან ერთად ცერემონიაზე ვერ მოხვდა და თავი ზეიმის პერიფერიაზე, სადღაც ბუჩქებთან, ფრიადბომჟურგარემოში ამოყო. იქ გადაღებული ფოტო საკმაოდ სომბოლური იყო და ერთდროულად წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მოგვითხრობდა.

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც…” თუმცა წლებმა უკვე გაიარა და ვაშინგტონში, ბუჩქებში ჩასაფრებული მიხეილ სააკაშვილი ელოდებოდა, თუ როდის მიაქცევდა ყურადღებას შვეიცარი თუ არა მეეზოვე მაინც და, შესაძლოა, 9 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებდა, რადგან სწორედ ამ დღეს, 2008 წლის 20 იანვარს, რუსთაველზე მისი მეორე და (მადლობა ღმერთს) უკანასკნელი ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. მაშინ საქართველო ორად გახლეჩილი იყო, იპოდრომზე იმავე დღეს ოპოზიციის უზარმაზარი მიტინგი გაიმართა. სააკაშვილმა წინასწარ იცოდა, რომ უნიათო ოპოზიციონერი ლიდერები გამწვავებაზე არ წავიდოდნენ და ხალხის მასის გამოყენებით თბილისის ცენტრის პარალიზებას არ მოახდენდნენ, მითუმეტეს რომ ეს 13 იანვარს, გაცილებით ხელსაყრელ პირობებში არ გააკეთეს (იმ დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიტინგი ჩატარდა). თუმცა ის, სავარაუდოდ, აცნობიერებდა, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და რეჟიმმა წონასწორობა დაკარგა. ამ ვითარების გამოსწორების სურვილმა ხელისუფლება პოპულისტურ ეფექტზე ორენტირებული იმპულსური ნაბიჯების სერიამდე მიიყვანა, რომელთა ერთ-ერთი შედეგი აგვისტოს ომი იყო.

2008 წლის დეკემბერ-იანვარში ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მხადამჭერებში ხელისუფლების შეცვლაზე გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, ხოლო შემდგომ შესთავაზა მთელი ენერგია 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისკენ მიემართა. ამან იმედგაცრუება გამოიწვია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბევრი ხმა დაკარგა _ მათი ნაწილი “ქრისტიან-დემოკრატებთან” წავიდა. ვისაც ახსოვს ატმოსფერო, რომელიც იმ დღეებში თბილისში სუფევდა, იოლად მიხდება, რომ მაშინ არავინ მოუსმენდა პოლიტიკოსს, რომელიც იტყოდა, რომ ოპოზიციას გამარჯვებას არათუ ხუთი წელი (როგორც ეს რეალურად მოხდა), არამედ თუნდაც რამდენიმე თვე აშორებს. ყველას სურდა, რეჟიმი რაც შეიძლება მალე ჩამოშლილიყო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/misha-tramp3.jpg

ახლახან იგივე თვით სააკაშვილს მოუვიდა _ მან მხარდამჭერები საქართველოში მისი დაბრუნებისა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებებით აღაგზნო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერც ზღვა გადაცურა და ვერც გვირაბი გათხარა. ამან ნეგატიურად იმოქმედანაცმოძრაობისრეიტინგზე, რაც აისახაენდიაისგამოკითხვებშიც კი, რომელშიც ამ პარტიის მაჩვენებლები ტრადიციულად მაღალია (2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რეალობისა და ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდენდიაიმშემდეგი მონაცემები გამოაქვეყნა: “ნაციონალური მოძრაობა” _ 37%, “ქართული ოცნება” _ 12%).

გასულ კვირას ამ ორგანიზაციამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: “გამოკითხულთა 40%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, ხოლო 10%-ის შეხედულებებთან _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ეს, ალბათ, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილის პარტიას საკუთარ მხარდამჭერებთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. გასათვალისწინებელია, რომ ეს გამოკითხვა ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, ანუ “ნაცმოძრაობის” გაყოფამდე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/misha-2.jpg

ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში თავისი რევოლუციური რიტორიკით, რომელშიც რეაქტიული ფსიქოზის ყველა ნიშანი გამოვლინდა (მათ შორის ექსპრესიული ქცევა, საკუთარი თავისადმი ყურადღების მიპყრობის, სიბრალულის გამოწვევის სურვილი და ა. შ.), სააკაშვილმა 2007-08 წლების ოპოზიციონერების ყველა რეკორდი მოხსნა. ეს გახდა ერთერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოცნაცმოძრაობისძველი ამომრჩევლებისა და პარტიის ლიდერების დიდმა ნაწილმა მას ზურგი შეაქცია. ხოლო ის, რაც საააკაშვილს დარჩა, სექტასთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე პარტიასთან. დღეს ამ პარალელს ბევრი ავლებს, თუმცა, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ფრაზა “ნაციონალური მოძრაობა” უცნაურად ჩამოჰგავს ტოტალიტარულ სექტას” თანმდევი დასაბუთებით “საქართველო და მსოფლიომ” ჯერ კიდევ 2012 წლის 6 ივნისს გამოაქვეყნა.

პრინციპში, 20 იანვარსადამიანმა ბუჩქებიდანარა განახლებული პარტია, არამედ კვაზირელიგიური კულტი დააფუძნა, რომელშიც ალფა, ომეგა და ყველა დანარჩენი იფსილონი თვითონ იქნება. მან საჭიროდ არ ჩათვალა, პოლიტსაბჭოს არჩევის პროცესში თუნდაც მოჩვენებითი დემოკრატიული პროცედურა დაეცვა და სპორტის სასახლეში შეკრებილები მხოლოდ ფონის შესაქმნელად გამოიყენა. მან მიაღწია საწადელს _ პარტიის თავმჯდომარის სავარძელი კვლავინდებურად ვაკანტურია, იგულისხმება, რომ მასში უხილავად თავად სააკაშვილი ზის. პოლიტიკურ მდივნად ვანო მერაბიშვილი აირჩიეს, თანაც ისე, რომ მისგან თანხმობა არ მიუღიათ, რაც ფიგურანტმა საკუთარფეისბუქ”-გვერდზე დააფიქსირა. ამ ცირკს მხოლოდ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დალაილამას არჩევაღა აკლდა.

კულმინაციურ მომენტში სააკაშვილმა დროებით დატოვა ბუჩქები და ვაშინგტონიდან თბილისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ყველაფერი, ასე თუ ისე, კარგად მიდიოდა, ვიდრე არ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ 2012-სა და 2016-ში კრემლმა ნაციონალებს არჩევნებზე იგივე სპეცოპერაცია ჩაუტარა, რომელსაც ახლა ამერიკაში ატარებს. შესაძლოა, ამ მომენტში “უმცროს ქურუმებს” გაუჩნდათ ეჭვი, რომ სააკაშვილი რამდენიმე წამში აშშ-ის ახალი პრეზიდენტს რუსეთის აგენტად გამოაცხადებდა და ტრანსლაცია შეწყდა (ცხადია, არც დამთხვევა უნდა გამოვრიცხოთ). სააკაშვილმა მხოლოდ ერთი რეპლიკის წარმოთქმა მოასწრო: “მოიცა, გავიდა კადრი? გავიდა კადრი, რა ხდება?!”, რითაც კვაზირელიგიურ ექსტაზს დარბაზში გარკვეული ზიანი მიაყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მრევლმა მისი “მეორედ მოსვლის” იდეა უარყო. მეტიც, ტოტალიტარული სექტების ისტორია ცხადყოფს, რომ სექტანტები ყოველთვის ცდილობენ, დააჩქარონ “აპოკალიფსი”, რომელიც წინ უძღვის “მეორედ მოსვლას” და ამის გამო შეიძლება ძალადობრივ ქმედებებს მიმართონ. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევადარებთ “ნაცმოძრაობას” “აუმ სინრიკეს”, რომელმაც ტოკიოს მეტროში გაზი გაუშვა, თუმცა, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ხოლო ტოტალიტარული სექტების წევრები ყოველთვის მიდიან ამ გზით, თუ მათ დროზე არ შეაჩერებენ და ჭარბი რაოდენობის გალოპერიდოლს არ მიაწვდიან.

რაოდენ მრისხანეც უნდა ყოფილიყო განცხადებები სპორტის სასახლეში, კომენტატორების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნებში მარცხისა და პარტიის გაყოფის გამო, “ნაცმოძრაობისრეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემა. ის, სავარაუდოდ, დაკარგავს სრულფასოვანი პროაქტიური პოლიტიკის გატარების შესაძლელობას და შეეცდება, გამოიყენოს წინააღმდეგობები სახელისუფლო პარტიის შიგნით. უკვე დღეს შეგვიძლია ვიხილოთ მომავლის ერთგვარი “წინა სახე” იმ სკანდალის მიღმა, რომელიც “გაზპრომის” კონტრაქტის გარშემო განვითარდა. ამ შემთხვევაში “ნაცმოძრაობა” კახი კალაძეს უტევს, რაც სავსებით შეესაბამება იმ სახელისუფლო ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც ცდილობენ, დაბლოკონ კალაძის კანდიდატურის წამოყენება თბილისის მერის პოსტზე _ მთავარი თემა ამ შემთხვევაში სწორედ თბილისის მერობაა და არა გაზი, ნავთობი ან მაზუთი.

ამ სკანდალში გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო, სწორედ იმ დროს, როდესაც ფრიად უსიამოვნო ინფორმაციის გადაფარვა სჭირდებოდა. ინტერპრესნიუსისცნობით, მისი სამდღიანი ვიზიტი პარიზში ბიუჯეტს 110 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. რიოდეჟანეიროში გაწეულმა ხარჯებმა კი, “აიპრესისინფორმაციით, 173 ათას ლარს გადააჭარბა. ორივე შემთხევაში ხარჯების გონივრულობა და მიდგომა დელეგაციის დაკომპლექტების მიმართ ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს. ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებისგან განსხავებით, უარს ამბობს ხარჯების შემცირებაზე (პრეზიდენტის პრესსპიკერის 13 დეკემბრის განცხადება). შესაძლოა, ამის გამო, გიორგი მარგველაშვილმა საჭიროდ ჩათვალა იმის დემონსტრირება, რომ ის არა ბიუჯეტის წურბელა, არამედ “გაზპრომის” ექსპანსიასთან მებრძოლი რაინდია, ასე ვთქვათ, რიჩარდ ლომგული და ელ სიდ კამპეადორი ერთ ფლაკონში. თუმცა ეს, სავარაუდოდ, არ არის მისი გააქტიურების ერთადერთი მიზეზი.

ფორმალურად, ის, რასაც მარგველაშვილი და მისი გარემოცვაპაეზდკებთანდაკავშირებით აკეთებენ, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, ვიდრე ამ დასკვნამდე სასამართლო არ მივა. მაგრამ, ალბათ, არ არსებობს უფრო დიდი სირცხვილი პოლიტიკოსისთვის, როდესაც მისი საქმიანობის შეფასებისას, უპირველესად, იყენებენ ფრაზასუნახავმა რა ნახაო”. ეს გზა უკვე გაიარაადამიანმა ბუჩქებიდანდა ძალიან დასანანი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილი იმავე მარშრუტს გაუყვება.

პრეზიდენტის გააქტიურების კიდევ ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო და ცვლილებების პროექტი 30 აპრილამდე უნდა მოამზადოს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე. ამ ცვლილების გაპროტესტება მარგველაშვილს აძლევს ხელს, რადგან შესაძლებლობა ეძლევა პირდაპირი წესით არჩევის დაცვა დემოკრატიის დაცვად წარმოაჩინოს. ეს, რუსეთის გავლენასთან მებრძოლის იმიჯის დამკვიდრების პარალელურად, შესაძლებლობას მისცემს, გადადგომის შემდეგ მოიზიდოს ის “პროდასავლელი” ამომრჩეველი, რომელიც დღეს, “თავისუფალი დემოკრატების”, რესპუბლიკური პარტიისა და “ნაცმოძრაობის” დაშლის შემდეგ ესოდენ დაბნეულია. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი, ალბათ, ვერასოდეს გახდება პირველი რანგის ლიდერი, თუმცა, სავარაუდოდ, შეძლებს, ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაშიკონსტრუქციული ოპოზიციისნიშაში კომფორტული ადგილი დაიკავოს.

ამ პროცესის დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ სტატუსიდან გამომდინარე, მარგველაშვილს აქვს იმის პოტენციალი, გახდეს გამაერთიანებელი ფიგურა პროდასავლური ძალების კოალიციისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება უგულავა-ბოკერიას “ევროპული საქართველო” იქნეს. მსგავსი ალიანსი ძალზე მნიშვნელოვანია “ევროქართველებისთვის”, რადგან მხოლოდ ამ გზით თუ მოახერხებენ იზოლაციის გარღვევას, რომელიც “ნაცმოძრაობისგან” “მემკვიდრეობით” ერგოთ. დაეხმარება თუ არა ამ პრობლემის გადაწყვეტაში მარგველაშვილი თავის ძველ მეგობარ ბოკერიას? დადგებიან თუ არა დანაშაულებრივი რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნების გვერდით სხვა პარტიების ლიდერები? ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ახალი, საინტერესო ისტორია, შესაძლოა, ახალი სეზონის მთავარი ინტრიგა, რომელთანაც საერთო არაფერი ექნება ადამიანს, რომელიც ყველასგან მიტოვებული  გასულ კვირას ვაშინგტონში ბუჩქებში იჯდა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here