Home რუბრიკები პოლიტიკა ია მეტრეველი: ცერცვაძე „ნაციონალების“ გმირია

ია მეტრეველი: ცერცვაძე „ნაციონალების“ გმირია

567

უკრაინელი სამართალდამცველების მიერ 2017 წლის 15 იანვარს დაკავებული ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მედიასა თუ პოლიტიკურ წრეებში სკანდალი და მითქმა-მოთქმა არ წყდება. ცალკე საქართველოს ხელისუფლება და ცალკე „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საშუალებას და ბერკეტს იყენებს, რომ მისი რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე მედიასთან აცხადებს, ცერცვაძე საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. მისივე თქმით, მას მონაწილეობა მიღებული აქვს დამოიკიდებლობის შემდგომ ყველა ომში და მათ შორის 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებშიც, რის შემდეგაც დაჯილდოვდა სამხედრო მამაცობისთვის. ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს სწორედ ცერცვაძის სპეცრაზმი არბევდა ყველაზე სასტიკად მომიტინგეებს…

ვინ არის სინამდვილეში დაკავებული გია ცერცვაძე, რა ბრალდებებს უყენებს მას მართლმსაჯულება და რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციელების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს დაუკავსირდა.

ია მეტრეველი:- თვითონ ფაქტი ადასტურებს, რომ ის არის სააკაშვილის მომხრე, ვინაიდან, იგი თან გაჰყვა სააკაშვილს უკრაინაში. სხვათა შორის, ამასწინათ მისმა მეუღლემაც განაცხადა, რომ სწორედ სააკაშვილმა გამოუგზავნა მას უკრაინაში გასამგზავრებელი ფული. ანუ, რეალურად ის არის ჩვეულებრივი ზონდერი, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა სააკაშვილს და ვითომდა საქართველოს დასაცავად იბრძოდა უკრაინის მხარეს.

რაც შეეხება იმ შეფასებებს, რომ თურმე ის გმირია და როგორც გმირი, საქართველომ უნდა დაიცვას, ეს რა თმა უნდა სისულელეა, გმირები მაგათმა დაგვიხოცეს ჩვენ: კრიალაშვილი, შავაძე, თეთრაძე… ცერცვაძე „ნაციონალების“ გმირია. საერთოდ, ეს თემა მათ იმისთვის ჭირდებათ, რომ იხმაურონ და რაღაც პროცესების ზედაპირზე იტივტივონ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ხალხს ყელში აქვს მათი სახეები ამოსული და თვალის დასანახად ვერ იტანენ… 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here