Home რუბრიკები პოლიტიკა პრემიერმინისტრმა დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაუნიშნა

პრემიერმინისტრმა დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაუნიშნა

483

საინფორმაციო სააგენტო ICK-ს ცნობით,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრს დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა. 2017 წლის 1 დეკემბრამდე მის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს.

აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, მთავრობამ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოსცა. ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წევრისთვის პერსონალური დაცვის დანიშვნას საფუძვლად დაედო არსებული მონაცემები, რომლის თანახმადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ვინ და რატომ ემუქრება დავით ბაქრაძეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here