Home რუბრიკები პოლიტიკა პრემიერმინისტრი: ისინი, ვინც თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში

პრემიერმინისტრი: ისინი, ვინც თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში

515

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციის მხრიდან წამოსულ ბრალდებას სამხედროებისადმი უპატივცემულობასთან დაკავშირებით ბრალდებითვე უპასუხა და განაცხადა, რომ იმ ძალისგან, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება დააზიანა და ამასთანავე სწორედ სამხედროების წინაშე ჩაიდინა უამრავი დანაშაული, ის კრიტიკას არ მიიღებს. რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ კვირიკაშვილი უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმეს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი მოქალაქის დასაცავად.

„საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პროკურორი არის მუდმივ კონტაქტზე უკრაინის პროკურატურასთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე.

მთავარი აქ სულ სხვა რამაა, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი რომ ჩვენ ვიმყოფებოდეთ თავის მართლების მუდმივ რეჟიმში, მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, პარტნიორი ტელევიზიები და არასამთავრობო სექტორი ნაწილი და უნდათ რომ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და უნდათ რომ ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ ქვეყნის დამაქცევარნი არ ვართ.

ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას და რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს და ჩახოცეს, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოსავენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო სკამზე მიაბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადმიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here