Home რუბრიკები პოლიტიკა ლავროვი: აშშ-ს გამო რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებს

ლავროვი: აშშ-ს გამო რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებს

482

ბოლო წლებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ურთიერთთანამშრომლობის  კოეფიციენტის ზრდის თვალსაზრისით, რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობები პროგრესის გზაზე დგას ისე როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს დინამიკა არ შეიცვლება, პირიქით უფრო აქტიურად მოხდება  ურთიერთპარტნიორული  ინტერესებზე კონცენტრირება. 

„აშშ-ს გამო რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებს“. – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუმაში შეკრებილ დეპუტატებს. კითხვაზე თუ რა პერსპექტივები ესახება საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსულ-ჩინურ ურთიერთობებში და შეიძლება თუ არა საფრთხე ამ ურთიერთობებს აშშ-მა  შეუქმნას, ლავროვი შემდეგნაირად პასუხობს: „იდეაში ყველა ძალაუფლების მქონე ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ურთიერთობები ერთმანეთთან მოაწყონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან გლობალურ სტაბილურობას მსოფლიოში და არ მოაწყონ კონფრონტაციული ხარვეზები საერთაშორისო ურთიერთობებში“.

მისი განცხადებით, რუსეთი, აშშ და ჩინეთი ევროკავშირის, აზიის ძლიერი და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად ქმნიან ეკონომიკის ზრდადობის კოეფიციენტს მსოფლიოში. „ჩვენ ვართ მომხრენი იმისა, რომ რუსეთმა, აშშ და ჩინეთმა ერთმანეთში მოაწესრიგონ ურთიერთობები, არ დაირღვეს ამ სამეულს შორის კავშირი და არ დაიკეტოს. რუსეთის, აშშ და ჩინეთის ეკონომიკური სტრუქტურა ისეთია, რომ შეიძლება ბევრი მიმართულებით განხორციელდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ცვლილებები, როგორც ეკონომიკური ასევე მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან სწორედ ეს ქვეყნები თამაშობენ ამ პროცესში ძალიან დიდ როლს“. – განაცხადა საგარეო საქმეთა მინსიტრმა. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here