Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება ეზღუდება

ტრამპს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება ეზღუდება

479

ამერიკის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიზანიც აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შორის ბირთვული კონფლიქტის რისკის შემცირებაა. – ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Hill.

კანონპროექტის ავტორის, დემოკრატი ედვარდ მარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი აუკრძალავს პრეზიდენტს კონგრესის მიერ ომის გამოცხადების გარეშე პირველმა შეუტიოს ბირთვული იარაღით მოწინააღმდეგეს. “პირველობასთან” დაკავშირებული პრობლემა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბირთვული ომის დაწყება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, – აცხადებს მარკი. დოკუმენტის თაანავტორი კონგრესმენი ტედ ლუია.

მარკი აღნიშნავს, რომ ტრამპმა ასეთი შესაძლებლობის გამოყენება ტერორიზმთან ბრძოლაში არ გამორიცხა.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-მ სერიოზულად უნდა განამტკიცოს და გააფრთოვოს შესაძლებლობები ბირთვული შეიარაღების სფეროში და დასძინა, რომ გამალებული შეიარაღების შემთხვევაში ამერიკას ამ პროცესში ვერავინ დაეწევა. იმავდროულად ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან ორი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის შემცირების პერსპექტივები განიხილოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here