Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი: აღვგვი ტერორიზმს პირისაგან მიწისა! – რა ბედი ელით ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს

ტრამპი: აღვგვი ტერორიზმს პირისაგან მიწისა! – რა ბედი ელით ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს

აშშ აცხადებს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მზად იქნება აშშ-თან ერთად ებრძოლოს ტერორიზმს. დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. აშშ-ის პრეზიდენტი სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინას ესტუმრა და განაცხადა, რომ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა საბოლოოდ უნდა გაანადგურონ ისლამური ტერორიზმი. 

“რადიკალური ისლამური ტერორიზმი, როგორც გუშინ ვთქვი, უნდა ამოძირკვოს, იგი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. ეს მტერია, მტერი”. ამერიკის პრეზიდენტმა “მტკიცე მხარდაჭერა” აღუთქვა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის თანამშრომლებს “განსაკუთრებული და ბრწყინვალე” ადამიანებად მოიხსენია.

„ვაშინგტონი აცხადებს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთნ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“. – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა. „პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც გაიზიარებს მის ხედვას საერთო ინტერესებზე აქცენტირებით დაიცვას როგორც საკუთარი ნაციონალური უსაფრთხოება ასევე თავისი ეკონომიკა“, – უპასუხა სპაისერმა ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას – რუსეთისა და აშშ შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

საინაუგურაციო სიტყვაში ტრამპი ასევე, დაემუქრა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს”, რომ “აღგვის პირისაგან მიწისა”. დასავლური პრესა წერს, რომ ამის შემდეგ ტრამპს მოუწევს ასი ყურსა და თვალის გამობმა, რათა ტერორისტების “პასუხი” არ იგემოს.

კიდევ ერთი თემა, რასაც ტრამპის გაორეზიდენტების შემდეგ, არაერთი ქვეყანა შიშით ადევნებს თვალს არის, ამერიკის მოკავშირე ქვეყნებთან მისი დამოკიდებულება – შეიცვლება თუ არა მათი ბედი ურთიერთობა მომავალში და როგორ;

დონალდ ტრამპის სამომავლო პოლიტიკასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს ანალიტიკური პორტალი “ატლანტიკ ქაუნსილი”, სათაურით – “კავკასიური ცარცის წრის გარღვევა” – პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრა ჰოლ ჰოლია, რომელიც ახლო წარსულში დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საქართველოში. სტატიაში ის საუბრობს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქამდე ძალზე კომფორტულად იყვნენ დამოკიდებული აშშ-ზე. დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ თავადვე უნდა იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ასევე, აქტიურად უნდა დაეხმარონ საქართველოს, რომელიც არაერთი წელია იბრძვის “კავკასიური ცარცის წრის” გასარღვევად.

“დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს მსგავსი ქვეყნები აღქმული იყვნენ, როგორც დასავლეთსა და რუსეთს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე დიდი თამაშის უიმედო მსხვერპლი, მაგრამ განსხვავებით, პიესისაგან, სადაც “კავკასიური ცარცის წრეში” მყოფი ბავშვისგან, რომელსაც გახლეჩა ემუქრება ბიოლოგიური დედისა და მშვილებელი დედისაგან, საქართველო ზრდასრული ქვეყანაა და მას საკუთარი აზრი და ხმა აქვს. დადგა დრო, რომ ამ პიესის თანამედროვე ვერსიის გმირებმა აღიარონ ეს რეალობა და მეტი პატივი სცენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის მისწრაფებებს. აშშ-ის მიერ ბოძებული დახმარების შედეგად განვითარებული ნატოს ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც ახლა აღორძინების გზაზე მდგარი რუსეთის მიმართ შიში აქვთ, მეტი კეთილგანწყობით უნდა მოეკიდონ საქართველოს სურვილს,” – წერს სტატის ავტორი, რომელიც ბოლო დროს ნატოსა და ევროკავშირის შორის გაურკვეველ ურთიერთბაზე მიანიშნებს. მისივე თქმით, ახალი კანდიდატებს, შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ ევროპულ სტანდარტებს და ფასეული წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here