დღეს დილით დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო გადასასვლელთან შუა ხნის მამაკაცს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოქალაქე ადგილზე გადრაიცვალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის საპატრულო პოლიციის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
ნინო ცხადაძე, (საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის უფროსი):- ამჟამად მომხდარ ფაქტს სამართალდამცველები იკვლევენ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. დანარჩენს საგამოძოებო მოქმედებები დაადგენს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, – განაცხადა ნინო ცხადაძემ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.