Home რუბრიკები საზოგადოება სასულიერო პირები ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვას ითხოვენ!

სასულიერო პირები ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვას ითხოვენ!

661

მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში „თეთრი სახლის“ ოფიციალური საიტიდან სექსუალური უმცირესობების უფლებების გვერდი გაქრა, დღის წესრიგში შესაძლოა, ლგბტ პირთა აგიტაცია-პროპაგანდის ამკრძალავი საკანონდებლო რეგულაციების მიღება დადგეს. როგორც ექსპერტებისა და უფლებადამცველების ნაწილი ვარაუდობს, მსგავსი ცვლილებები არა მხოლოდ ამერიკაში, მსოფლიოს კიდევ არაერთ ქვეყანაშია მოსალოდნელი. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც ულტრანაციონალისტური ძალები დღითიდღე ძლიერდებიან. 

რა გადრაქმნები მოჰყვება საქართველოში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს, საჭიროა თუ არა აქაც შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და აკრძალვები, ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ კომენტარი სასულიერო პირებს სთხოვა.

მამა დავით (ნოზაძე), თემქის წმინდა მარკოზ ეფესელის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი:- ამერიკაში რომც არ აკრძალონ „სექსუალური უმცირესობების“ აგიტაცია, საქართველოში ეს მაინც უნდა მოხდეს, აქ აუცილებლად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც ამ გაუკუღმართებული ცხოვრების წესს პროპაგანდას გაუწევს. ასევე უნდა აიკრძალოს აბორტი, რაც შეეხება ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას, ამაზე მსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. საქართველოში აკრძალული უნდა იყოს ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება უფლის კანონებს; ასე რომ, რა მოხდება და რა ცვლილებებს მიიღებენ სხვა ქვეყნებში, ეს ჩემთვის გადამწყვეტი არ არის, ჩემთვის მთავარია აქ რა ცვლილებები იქნება…

_  და კონკრეტულად რა სახის ცვლილებებია კანონში საჭირო, როგორ ფიქრობთ?

_ კონკრეტულად ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, არიან იურისტები და ჰკითხეთ. მე შემიძლია, გავაკეთო ზოგადი შეფასება, რომ ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება უფლის კანონებს, ასაკრძალია. ჩემი აზრით, პირველ რიგში გასაუქმებელია ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამის გაკეთება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი…

მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:- ამერიკაში მიმდინარე ცვლილებები, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ეს ცვლილებები, აქ მაინც უნდა აიკრძალოს სოდომიის პროპაგანდა. საქართველო ისეთი ტრადიციების ქვეყანაა, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს და შემირცხვენია ის დეპუტატები, ვინც თავის დროზე ხელი შეუწყო ამ პროპაგანდას. მხედველობაში მაქვს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი.

_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უნდა ველოდეთ თუ არა ამ კანონის გაუქმებას და ისეთი რეგულაციების მიღებას, რომელიც აკრძალავს ლგბტ პირთა პროპაგანდას?

_ სხვათა შორის, ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აფინანსებდა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას. ანუ, ეს რას ნიშნავს, – კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ესენი იმ ძალების ყურმოჭრილი მონები იყვნენ და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღებოდა პარლამენტში, მთავრობასა თუ რომელიმე სხვა რომელიმე მაღალ ეშელონში, იქიდან იყო ნაბრძანები და ნაკარნახევი.

რაც შეეხება შეკითხვას, ცხადია, იმას არ უნდა ველოდეთ, რომ ეს ხელისუფლება ერთბაშად შეცვლის პოლიტიკას, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, რა ცვლილებები მიდის დასავლეთში. ამის ფონზე აქაც გარკვეული გარდაქმნები თუ არ მოხდა, ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ეს გარდაუვალია და მათი პოლიტიკური აღსასრული იქნება სამარცხვინო.

მამა დავით (ქვლივიძე)-თბილისის ვაშვლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღდელმსახური, დეკანოზი:

საქართველო არასოდეს ყოფილა ვინმეს შემავიწროებელი და მჩაგვრელი, მაგრამ დღესდღეობით ზოგიერთებს ადამიანის უფლებები და თავისუფლება ძალიან არასწორად ესმით. მამათმავლები ყოველთვის იყვნენ და არავინ მათ არ დევნიდა, პირიქით, ვინც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, იქნებოდა ეს კულტურის, ხელოვნების თუ სხვა მიმართულებით, მას დიდ პატივსაც სცემდნენ. არც დღეს დევნის მათ ვინმე, მაგრამ საზოგადოების გაღიზიანდება, როცა ვიღაცა ცდილობს, თავს მოგახვიოს გაუკუღმართებული აზროვნება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს მიიღებს სოდომიის პროპაგანდას. ამის უფლება არც მიგვიცია აქამდე და ვერც მომავალში მივცემთ. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში აქ უნდა გადაიხედოს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ის ნაწილი, რაც მასში მიუღებელია, უნდა გაუქმდეს…

რაც შეეხება ამერიკას, ამერიკელები ძალიან ჭკვიანი ხალხია და მიხვდნენ, რომ მამათმავლობის პროპაგანდა დააქცევდა მათ ქვეყანას. ამიტომ გააკეთეს სწორი არჩევანი და არ მისცეს ხმა იმ კანდიდატს, რომელიც სოდომიის აგიტაციას ეწეოდა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის და მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც გარყვნილება და აღვირახსნილობა უკვე ნორმადაა ქცეული.

მამა დავით (ისაკაძე)-წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი:-

_ ის, რაც ვიღაცისთვის ადამიანის უფლებებია, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის ცოდვა და გარყვნილებაა. საბედნიეროდ ამას დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს მსოფლიოში და კაცობრიობა ნელ-ნელა გონს მოდის. ვფიქრობ, აქ პირველ რიგში კანონმდებლობაა გადასახედი და რიგი ცვლილებები, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო, საერთოდ უნდა გაუქმდეს. მაგალითად ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე გასაუქმებელია არსებული იუვენალური კანონდებლობაც. ჩემი აზრით, ორივე დიდი ბოროტებაა და თუ კი ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოების მწვავე პროტესტი მიიღოს, უნდა დაიწყოს მუშაობა ამ კანონების გაუქმებაზე. კიდევ ვიმეორებ, საქართველო არ მიიღებს მამათმავლობას და მსგავს გარყვნილებებს, საქართველო და ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება…

 

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

1 COMMENT

  1. შორს ჩვენგან ყოველი ღვთის მგმობი კანონები. დაგვიფარე უფალო სოდომური ცოდვებისაგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here