აშშ-ში, ვაშიგნტონის ქუჩებში გაიმართა მაშტაბური საპროტესტო აქცია – ქალები ტრამპის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ ტრამპისპოლიტიკურ შეხედულებებს ლგბტ საზოგადოების შესახებ.
აქციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა საპროტესტო საშუალებებიდან ყველაზე ორიგინალური ის კოსტუმები იყო, რომლითაც გამოცხადნენ სექსუალური უმცირესობები და მათი მხარდამჭერები. ქალები მოვიდნენ ქალის სასქესო ორგანოს ფორმის კოსტუმით. ასევე თვალში საცემი იყო ჯონ კერი, რომელიც აქციაზე თავის ძაღლთან ერთად მივიდა. პროტესტის მონაწილეები აქციაზე გამოცხადნენ „pussy” ქუდებით, მათ შორის მამაკაცებიც. Pussy-ის ინგლისურ ენაში ორი მნიშვნელობა აქვს, იგი კატასაც ნიშნავს და ვაგინასაც, სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას თავზე სწორედ ვარდისფერი კატის იმიტაციის მქონე ქუდები ეხურათ. მათი მიზანი ასევე იყო ტრამპის პროვოცირება, რადგან ტრამპმა მათი რწმუნებით თქვა, რომ ყველას ყურებით დაიჭერდა ვინც მათი ქალების ყურადღებას მიიქცევდა, თუმცა რამდენად ავთენტურია ტრამპის ეს სიტყვები ამის გარკვევა შეუძლებელია.
აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით: „ჩემი რისხვა გამართლებულია“; „ჩვენ ხმაურიანი უმრავლესობა ვართ“; „მმართველი და ქურდი“; „დავიჭერთ მათ ვაგინით“. „მოექეცით ტრამპს ისე, როგორც ის ექცევა ქალებს, ანუ როგორც – ნაგავს“; „აიღე შენი პატარა ხელები ჩვენი თავისუფლებისგან“ . ტრამპს აქციაზე პუტინის თოჯინას, სექსისტს, სექსუალურ აგრესორს უწოდებდნენ – ამერიკელი თინეიჯერებიც. პლაკატებზე აღნიშნული იყო რომ მათი 85% უფრო მეტადაა მამაკაცი, ვიდრე ტრამპი.
პოპულარული იყო ასევე არჩევნებამდეც ფრაზა „ჩუმი უმრავლესობა ტრამპისთვის“. ეს ლოზუნგი მათ შესახებაა, ვინც არჩევნებამდე თავს იკავებდა ღიად ეთქვა, რომ მხარს კლინტონს კი არა ტრამპს უჭერდა. ლოზუნგი მას შემდეგ გახდა პოპულარული რაც შემოდგომისკენ უკვე ნათელი გახდა, რომ ელიტა და ე.წ. სელებრითები ხმას სწორედ ტრამპს აძლევდნენ.
ახლა, ესენი დალაგებულები არიან?