“ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, საქართველო ყოველთვის ნომინალი იყო და მხოლოდ იმიტომ არ შემოყავს თურქეთს თავისი არმია საქართველოში, რადგან პუტინთან დაპირისპირებას არიდებს თავს. ამის შესახებ “ქართული დასის” ლიდერმა თოქ-შოუ “ცეცხლის ხაზში” განაცხადა.
მისივე განცხადებით, თურქული სამხედრო ძალა სირიაშიც, სწორედ რუსეთის ნებით შევიდა.
“ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც თურქული ტანკები აქ ვერ შემოდიან, არის რუსეთის შიში. ეს არის ანგარიშის გაწევა რუსული სამხედრო ძალის მიმართ. სირიაშიც იმიტომ გაბედეს შესვლა, რომ რუსებმა დაუშვეს. იქ პროამერიკული, ილსამისტური ძალები არიან, რომელსაც რუსები, თურქების ძალებით ანადგურებენ. რომ არ იყოს რუსული ფაქტორი, თურქეთს ამის გაკეთებაში ჩვენ ხელს ვერ შევუშლით. თურქეთმა იცის რომ რუსეთი ამ შემთხვევაში დაუყოვნებლვ ამოქმედდება, ამიტომ თურქეთი ამ ნაბიჯს არ დგამს”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
100% გეთანხმებით ბ-ნო ჯონდი
მართალი ბრძანდებით