Home რუბრიკები საზოგადოება როგორ აფასებენ სასულიერო პირები „თეთრი სახლის“ საიტიდან ლგბტ პირთა გვერდის ამოღებას

როგორ აფასებენ სასულიერო პირები „თეთრი სახლის“ საიტიდან ლგბტ პირთა გვერდის ამოღებას

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში „თეთრი სახლის“ ოფიციალური საიტიდან სექსუალურ უმცირესობათა გვერდი გაქრა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა. მომხდარის თაობაზე გარკვეულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება უკვე გამოთქვეს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.

„საქართველო და მსოფლიო“ სასულიერო პირებს დაუკავშირდა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. 

მამა დავით (ქვლივიძე)-თბილისის ვაშვლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღდელმსახური, დეკანოზი:- საქართველო არასოდეს ყოფილა ვინმეს შემავიწროებელი და მჩაგვრელი, მაგრამ დღესდღეობით ზოგიერთებს ადამიანის უფლებები და თავისუფლება ძალიან არასწორად ესმით. მამათმავლები ყოველთვის იყვნენ და არავინ მათ არ დევნიდა, პირიქით, ვინც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, იქნებოდა ეს კულტურის, ხელოვნების თუ სხვა მიმართულებით, მას დიდ პატივსაც სცემდნენ. არც დღეს დევნის მათ ვინმე, მაგრამ საზოგადოების გაღიზიანდება, როცა ვიღაცა ცდილობს, თავს მოგახვიოს გაუკუღმართებული აზროვნება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ქართველი ხალხი არასოდეს მიიღებს სოდომიის პროპაგანდას. ამის უფლება არც მიგვიცია აქამდე და ვერც მომავალში მივცემთ. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში აქ უნდა გადაიხედოს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ის ნაწილი, რაც მასში მიუღებელია, უნდა გაუქმდეს…

რაც შეეხება ამერიკას, ამერიკელები ძალიან ჭკვიანი ხალხია და მიხვდნენ, რომ მამათმავლობის პროპაგანდა დააქცევდა მათ ქვეყანას. ამიტომ გააკეთეს სწორი არჩევანი და არ მისცეს ხმა იმ კანდიდატს, რომელიც სოდომიის აგიტაციას ეწეოდა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის და მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სადაც გარყვნილება და აღვირახსნილობა უკვე ნორმადაა ქცეული.

მამა დავით (ისაკაძე)-წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი:- ის, რაც ვიღაცისთვის ადამიანის უფლებებია, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის ცოდვა და გარყვნილებაა. საბედნიეროდ ამას დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს მსოფლიოში და კაცობრიობა ნელ-ნელა გონს მოდის. ვფიქრობ, აქ პირველ რიგში კანონმდებლობაა გადასახედი და რიგი ცვლილებები, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო, საერთოდ უნდა გაუქმდეს. მაგალითად ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე გასაუქმებელია არსებული იუვენალური კანონდებლობაც. ჩემი აზრით, ორივე დიდი ბოროტებაა და თუ კი ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოების მწვავე პროტესტი მიიღოს, უნდა დაიწყოს მუშაობა ამ კანონების გაუქმებაზე. კიდევ ვიმეორებ, საქართველო არ მიიღებს მამათმავლობას და მსგავს გარყვნილებებს, საქართველო და ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here