Home რუბრიკები პოლიტიკა გიორხელიძემ აკაკანებულ პოლიტიკოსებს ქოქოლა დააყარა

გიორხელიძემ აკაკანებულ პოლიტიკოსებს ქოქოლა დააყარა

555

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „გაზპრომთან\” დაკავშირებულ აჟიოტაჟს „უაზრო კაკნს“ უწოდებს. მისი თქმით, ბუნებრივი აირი ევროპაში უფრო ძვირად იყიდება, ამიტომაც აღარ უტოვებენ ხალხს ბუნებრივ აირს საფასურში! მისი აზრით, ბუნებრივი აირის სომხეთისთვის მიწოდების სანაცვლოდ საფასურის გადახდა ფულში ეკონომიკური თვალსაზრისით სწორიც არის, თუმცა აღნიშნავს, რომ  ქართველები  რუსებისგან უფრო დიდი სარგებელის მოლოდინში ვართ, მაგრამ ხშირად ასე არ გამოდის რადგან სიტუაციები იცვლება. 

„რა უაზრო კაკანია ატეხილი სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის თაობაზე! არსებობს მსოფლიო პრაქტიკა ათასი კუბ.მ ბუნებრივი აირის 1 კმ-ზე გატარების ფასის თაობაზე… ცხადია, სომხეთში გატარებული აირის საფასურად ათი% ბუნებრივი აირის მიღება უფრო ხელსაყრელი იყო ჩვენთვის, რადგან ბუნებრივ აირს მაინც ვყიდულობთ და თანაც, ბუნებრივი აირის ფასი ცვალებადია: მისი ფასის გამოთვლის ფორმულაში ნავთობის ფასიც შედის… მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მესამე ენერგეტიკული ქარტიიდან გამოიყვანა “ჩრდილოეთის ნაკადი” და ამით ყველა შეზღუდვა მოიხსნა მასზე, იგი მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდა… უკრაინის, როგორც ტრანზიტი ქვეყნის პერსპექტივას წერტილი ესმება – არასანდო სიტუაციები არ აწყობს ევროპას…

სად არის აქ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შელახვა? სად არის აქ საქართველო ენერგოდამოუკიდებლობისათვის საფრთხეები? რა იდიოტური შეფასებებია, რა ფრაზეოლოგიაა! ხელშეკრულება ეხება მხოლოდ სომხეთში გატარებული აირის ღირებულებას, – სხვას არაფერს! რა „გაზპრომის” დიქტატი, რა „გაზპრომის” გავლენა!!!

 p.s. გაქვს რამე? – გაყიდე! გინდა რამე? – იყიდე. სხვაზე ჭკვიანი ხარ, იდიოტურად წაიყვანო საქმე და სხვის მოწველაზე ფიქრობდე? სად ეძებ მუქთ სარგებელს, საიდანაც არ უნდა ელოდე?”- წერს გიორხელიძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here