Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანია თავდაცვის დაფინანსებას ზრდის

გერმანია თავდაცვის დაფინანსებას ზრდის

506

გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს 1,2 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის დაფინანსება 2017 წელს 2 მილიარდი ევროთი გაიზრდება და 37 მილიარდს შეადგენს. 

გასულ 2016 წელს გერმანიამ თავდაცვის ბიუჯეტი 10% გაზარდა. სამინისტრომ ინვესტირება გააკეთა შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა საომარ საშუალებების შეძენაში, ასევე საომარი სწავლებების ხარისხის გაზრდაში, რამაც საბოლო ჯამში შეადგინა 500 მილიონ ევროდან 5.1 მილიარდ ევრომდე, ამის შესახებ ანგარიში სახელმწიფო მოხელემ მედიასაშუალებებს გააცნო. საერთო სამხედრო ბიუჯეტის ზრდა კი მოხდა 1.1 მილიარდი ევროდან 35.1 მილიარდ ევრომდე. ახალი წლიდან კი იგეგმება უფრო მაშტაბური მზარდი ბიუჯეტის გამოყოფა სამხედრო სფეროს სრულყოფისათვის.  2017 წლის საბიუჯეტო შკალა 2 მილიარდი ევროთი აღემატება წინა წლის ბიუჯეტს.

ნატო ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტის 2  პროცენტით გაზრდას ავალდებულებდა, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ ალიანსის 5 წევრმა, აშშ-მ, ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა შეძლო. ვარაუდობენ, რომ ამ ტემპით გერმანია 2020 წლისათვის შესძლებს ამ მაჩვენებელის შესრულებას, დააკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და მოხდება 5 ლიდერ ქვეყანას შორის. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here