Home რუბრიკები პოლიტიკა ნავალნი: დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ხალხი პუტინს უნდა...

ნავალნი: დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ხალხი პუტინს უნდა ენდოს, იმედგაცრუებას იწვევს

557

 

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერი ალექსეი ნავალნი თავის წყრომას გამოხატავს ტრამპის მიერ ბოლო დროს გაჟღერებული განცხადებების გამო. ამის შესახებ მან  BBС-ის პროგრამა Hard Talk-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 


„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ბატონი ტრამპი პუტინის მიმართ ასეთი კეთილი, მაშინ, როდესაც მათი შეხედულებები პოლიტიკაზე, ეკონომიკასა თუ სხვა ნებისმიერ საკითხზე რადიკალურად განსხვავდება. ვერ გამიგია, რატომ მოწონს ტრამპს პუტინი,“-განაცხადა ნავალნიმ.

ნავალნი ასევე დასძენს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ უნდა შეასუსტოს. „მე ვერ დავუჭერ ეკონომიკურ სანქციებს მხარს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ, თუმცა ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ბატონი ტრამპი პუტინის მეგობრებსა და ოლიგარქებს მოუხსნის სანქციებს. სანქციების ეს ნაწილი რუსი ხალხის სასიკეთოდ მუშაობს,“ – აღნიშნა ნავალნიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here