Home რუბრიკები სამართალი ბრაზილიაში ციხის ბუნტს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ციხის ბუნტს 26 ადამიანი ემსხვერპლა

594

ბრაზილიაში პოლიციამ არეულობები კიდევ ერთ ციხეში აღკვეთა. ამჯერად პატიმრებმა ბუნტი ალკაკუზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოაწყვეს. კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას 26 ადამიანი ემსხვერპლა.

საპატიმროში სულ 1200 მსჯალმდებული იმყოფებოდა, თუმცა უშუალოდ დაპირისპირებაში მონაწილეობა ნახევარმა – 620 პატიმარმა მიიღო. დაღუპულების გარდა მძიმე დაძიანებები მიიღო დამატებით 10 პატიმარმა. პატიმრები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ. ცხედრების უმრავლესობას თავი აქვს მოკვეთილი. სამართალდამცველებმა შენობაზე შტურმი მიიტანეს. 

ეს ბრაზილიის ციხეებში პირველი ბუნტი არ ყოფლია, რომელიც ასეთი ფატალური შედეგით დამთავრდა. 2017 წლის დადგომასთან ერთად ტენდენციამ სტარტი აიღო ახალი წლის პირველსავე დღეს და 1 იანვარს მსგავს ბუნტს 56 პარიმარი ემსხვერპლა.



წყარო: tass.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here